ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი ნაპოლიზე, ანჩელოტიზე და სხვა საინტერესო საკითხებზე..

ნაპოლის ექს თავკაცი მიმდინარე სერია ა-ზე საუბრობს:

“იმედი მაქვს ნაპოლი მოახერხებს სანუკვარი მიზნის მიღწევას გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ამ მომენტისთვის.. ნეაპოლი ექსტრაორდინალური ქალაქია, რომელიც იმსახურებს ჩემპიონატში პირველობას..

როგორც გულშემატკივარი ბუნებრივია მიხარია, რომ გუნდს სათავეში ანჩელოტი ჩაუდგა.. არამხოლოდ იმიტომ რომ მან ყველგან ყველაფერი მოიგო, არამედ მისი უნიკალური თვისების გამო.. კარლოს შეუძლია ადამიანებიდან მაქსიმუმის ამოღება.

ხშირად ვფიქრობ ფიორენტინასთან შეხვედრაზე.. შესაძლოა იგი გამხდარიყო რაღაც განსაკუთრებული და ჩემს კარიერაში ეპოქალური. ეპიზოდი, როდესაც ქალაქი ოცნებას აიხდენდა. შესაძლოა გარკვეული ადამიანები იღიმიან ჩემს სიტყვებზე, მაგრამ ვინც სპორტით არის დაკავებული მიხვდება ამ ყველაფერს.. ჩვენ სკუდეტო სასტუმროშივე დავთმეთ.

საუკეთესო მომენტი? არაფერია იმაზე განსაკუთრებული, როდესაც იუვე არენაზე მეტოქეს ამარცხებ.. ამის შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალაქისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი!

ყველაზე ცუდი მომენტი? დე ლაურენტისის სიტყვით გამოსვლა, მადრიდში წაგებული თამაშის შემდეგ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
არაგველი
არაგველი
6 years ago

თავადვე უტ…ენ ფეხბურთს დედას იტალიელები. იუვე ხო ყველას ეზიზღება და ყველა გადაკიდებულია ერთმანეთზე, მწვრთნელები, მფლობელები, პრეზიდენტები. ამის ინტერვიუდანაც ჩანს, საუკეთესო მომენტი -იუვეს დამარცხება და ყველაზე ცუდი თავისივე კლუბის პრეზიდენტის განცხადება. სხვისაზე ხო სულ დაბოღმილი იქნება :))

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

აი ეს კაცი უნდა დაენიშნათ ნაკრებში! მაგრათ ვბალეშჩიკობ ჩელსისში. მინდა რო მიაღწიოს წარმატებას. მართლა გამორჩეული მწვრთნელია და უკვე როგორ დაატყო თავის ხელი ჩელსის. ნაპოლის მართლა აქვს პოტენციალი ცოტა ფული რო დაახარჯო მშვენიერი გუნდი იქნება

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

იტალიაში ჩამოწერილებს უფრო ენდობიან ბიდრე წარმატებულს და მომავლისკენ მიდრეკილს.ევროპის და მს ჩემპიონები რო ვერ გავხდებით კარგახანს ფაქტია და ეს მომავალი რაც ყავთ 21-24-25 წლის ნიჭები ესენი რო შეათამაშონ და ცეცხლი შეუნთოს მწვრთნელმა ესეთი რო დაენიშნათ არა? ჰიმნსაც ვეღარ მღერიან ისე როგორც წინა თაობა და თამაშზე აღარაა ლაპარაკი

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

შვეიცარია ბელგია უელსი ხორვატია სერბეთი გადაგვახევს ბურთს თავზე ტო გრანდებზე ხო ლაპარაკი არ მაქ.არც რაიმე გზა და პროგრამა არ უჩანთ რო გამობიდნენ ამ კრიზისიდან. მემგონი უნდა შევეგუოთ იტალია გრანდი ვეღავ იქნება

forzaitalia
forzaitalia
6 years ago

კი ბატონო გეთანხმები, იტალიას გაუჭირდება კვლავ გრანდად ქცევა და დინამოსავით ძველი ტიტულებსღა თუ გავიხსენებთ((( ძალიან საწყენია ნამდვილად, გუნდი რომელიც ძალიან გიყვარს და ვერ უღალატებ ძალიან ბევრი წლები ვერაფერს მოიგებს(((

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

მიუხედავათ იმისი რო იტალია ახლა ვერფერ ფეხბურთს თამაშობს იცოდეთ რო მომავლი ევროპის ჩემპიონია იტალია ყოველთვის გრანდად დარჩება

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

იტალიის გადამკიდე ფეხბურთის გაგონება აღარ მინდა რა. ეს რა დღეშია ტო საიდანსანამდე დავეცით ამ 10 წელიწადში ესე როგორ მოკლეს ფეხბურთი ესეთ ტრადიციულ ქვეყანაში ჩემამდე არ დადის რა. მალდინი ნესტა კანავარო ვიერი ალექსა პიპო ბაჯო ჯიჯი პირლოს ქვეყნა რა დღეშია.ეს ლეგენდები კიდე რატო არ იღებენ ხმას რატო არ ყვირიან ხმამაღლა რო მცოდნეები მიუშვან ნაკრებში ვისაც მართლა სიტყვა ეთქმის იტალიურ ფეხბურთში და რაღაცა გაუკეთებია? მათ თუ ვერ მოიფიქრეს რამე პროგრამა აიღონ გერმანიის და საფრანგეთის პროგრამა და გაატარონ ღონისძიებები ისევე როგორც მათ გააკეთენ. იტალიის გადამკიდე სანაკრებო ფეხბურთის გაგონება აღარ მინდა რა

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x