ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”ჩვენ ვამაყობთ აძურის რიგებში კიელინის კაპიტნობით”

იუვეს გენერალური დირექტორი მიესალმება აძურის რიგებში კიელინის კაპიტნობას:

“სიამაყის დიდი გრძნობაა, როდესაც საერთაშორისო არენაზე, მთელი მსოფლიოს მაშტაბით იუვენტუსის ფეხბურთელები საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავენ და შეიძლება ითქვას, მთავარ ფიგურებადაც კი მოიაზრებიან.

იტალიაში ახალი ერა იწყება და ჩვენ ყველას მათი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რადგან ეს ჩვენი ფეხბურთის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უსაზღვროდ დიდი ბედნიერებაა, როდესაც კიელინის აძურის კაპიტნის სამკლაურით ვხედავ, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა როცა იუვეს ფეხბურთელი ნაკრების ლიდერია..

მანჩინის განცხადება სერია ა-ს წამყვან კლუბებში იტალიელების ნაკლებობასთან დაკავშირებით? ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ახალგაზრდულ სექტორში არსებული რეგულაციებია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხედოს”.

1 thought on “მაროტა:”ჩვენ ვამაყობთ აძურის რიგებში კიელინის კაპიტნობით”

  1. ეე მაროტ, იფფს პრეზიდენტი უნდა გახდე, სხვა გზა არაა. ძალიან მინდა არსად წავიდეს მაროტა, მაგრამ აუცილებელია, დედა აქვს მ..ლი იტალიის ნაკრებს და ეს შეცვლის უკეთესობისკენ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.