ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექს სანდრო რონალდუზე და ნეიმარზე..

ბრაზილიელი ალექს სანდრო კრიშტიანო რონალდუზე საუბრობს:

ვფიქრობ, ახლა რასაც ვიტყვი მოულოდნელი არავისთვის იქნება.. რონალდუ უსაზღვროდ დიდი ნიჭის პატრონია, რომელიც სხვებსაც ეხმარება წარმატების მიღწევაში..

შესაძლოა იგი სულ ცოტახნის წინ მოვიდა ჩვენთან, მაგრამ მალევე შევატყვე თუ რა საოცარი ადამიანური თვისებებით არის დაჯილდოებული.

მისთვის, იუვენტუსის სათამაშო სისტემა თავიდანვე საინტერესოდ გამოიყურებოდა და ახლა, ცდილობს ალღო რაც შეიძლება მოკლე პერიოდში აუღოს..

ჩემი მომავალი? იუვენტუსში თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს!

კარგად მესმის, რომ ახლა როდესაც რონალდუ ჩვენთან გადმობარგდა, გუნდის მიმართ მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინტერესი არნახულად არის გაზრდილი..

ნეიმართან მისი შედარება? ძალიან რთულია.. ორ კონკრეტულ ფიგურაზე ვსაუბრობთ, რომელთაც ძალუძთ მინდორზე სხვაობის შექმნა. ნეიმარს სანტოსიდან ვიცნობ.. მისი პროგრესი ნებისმიერი ბრაზილიელისთვის საამაყოა..

რონალდუსთან ერთად საწვრთნელ სესიაში მონაწილეობა გამორჩეული სიამოვნებაა.. ვუყურებ მას და შემდგომ ახალგაზრდებს, რომლებიც მისი მუშაობით ტკბებიან.. ცდილობენ, რომ მას მიბაძონ და ვარჯიშებზე ბოლომდე დაიხარჯონ.. აი ასეთი ეფექტი აქვს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გუნდში მოსვლას..

იმავეს ვიტყვი ნეიმარზე, რომელიც პირველი მოდის საწვრთნელ სესიაზე და მას ყველაზე ბოლოს ტოვებს.. მხოლოდ ნიჭით ფონს ვერ გახვალ.. აუცილებელია მოედანზე ბოლომდე დაიხარჯო და მაშინ შედეგი, არნახულად დიდი იქნება.. ამ ორმა დიდმა ვარსკვლავმა ეს უკვე არაერთხელ დაგვიმტკიცეს!”

10 thoughts on “ალექს სანდრო რონალდუზე და ნეიმარზე..

  1. ადამიანი ვენტურას რო დანიშნავს ეს ხომ თვითმკვლელობააა და მერე ვენტურა 2 რომ მოიყვან ეს კიდევ არ ვიცი რა დაავადებაა. აი ზაზუნები კიდევ პლიუს ამას.

  2. ძაძა, იმობილე, ბელოტი და ბალოტელი საერთოდ იტალიის განაცხადშიც რო მოხვდება გაკვარი ეგეთ იტალიას…..
    პ.ს კიდე ბევრის დასახელება შეიძლება. :blin: :blin:

  3. წინაზეც დავწერე და ეხლაც იგივეს ვამბობ, კონტე თუ არ შეკერეს და არ დააბრუნეს იტალიას დედა აქ მ…….ი. სამწუხაროდ ამ რეალობაში ვართ :blin:

  4. ამ ზაზუნას აქვს ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული საფეხბურთო აზროვნება და პასის უნიკალური ხელოვნება. საინტერესო ისაა ცოლი თუ დაჰყავს სტადიონზე ეგაა ახლა საფიქრალი )

  5. სანდრო შენი იმედიც მაგრა მაქ თუნდაც გოლოს გატანაში შენ სადაც გაგიხარდება იქ გაიტანე დანარჩენი კი იცი რაც გააკეთო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.