ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი კაპიტნის სამკლაურების თემაზე..

ლეგა სერია ა-ში ახალი წესდება შევიდა კაპიტნის სამკლაურებთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა.. ბიანკონერის და სკუადრა აძურის კაპიტანმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა:

შეგახსენებთ, რომ ლეგა-ს გადაწყვიტილებით კლუბები სტანდარტული დიზაინის მქონე სამკლაურებს გამოიყენებენ, თუმცა ფლორენციელებმა მის შესრულებაზე უარი განაცხადეს.

ფიორემ ჯარიმის თანხაც კი შეათანხმა, რომელსაც ყოველი მატჩის შემდეგ გადაიხდის.. საქმე იმაშია, რომ იების კაპიტნის სამკლაურზე გამოსახული აქვს დავიდე ასტორის ინიციალები.. მცველის, რომელიც სულ ცოტახნის წინ გულის უკმარისობით გარდაიცვალა..

“ვფიქრობ, აურზაური მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ მხარეებს შორის არ შედგა სათანადო დონის დიალოგი.

არცერთი ჩვენთაგანი არ გრძნობს დისკომფორტს კაპიტნის სტანდარტული დიზაინის მქონე სამკლაურის გაკეთებისას..

საჭიროა ლიგასთან ყველაფერი შეთანხმდეს, რადგან დავიდეს ხსოვნა სამუდამოდ უნდა დარჩეს.

ჯანსაღი აზრის გამოყენების შემთხვევაში, გამოსავლის პოვნა მუდამ შესაძლებელია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x