ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი რონალდუს გაფორმების დეტალებზე..

პაველ ნედვედმა ჩეხურ გამომცემლობა idnes.cz-თან იუვენტუსის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

“თითოეული ჩვენთაგანი ბედნიერია იმ ფაქტით, რომ კლუბში კრიშტიანო რონალდუ მოვიდა.. როგორც კლუბს – გვაქვს მიზანი, ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახოთ.

გარკვეული ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ გავგიჟდით.. რეალურად კი, ჩვენ – იუვენტუსს, ძალიან გაგვიჭირდებოდა უკვე არსებულ ფეხბურთელებზე უფრო ძლიერებზე მოყვანა.

ერთ დღეს, პარატიჩი ჩემთან მოვიდა და მან მითხრა, რომ შეგვეძლო რონალდუს გაფორმება.. ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონამდე შემცირდა, რაც ბუნებრივია პორტუგალიელის შეძენას კიდევ უფრო რეალურს ხდიდა.. ამის შემდგომ წავედით ანეილისთან, რომელმაც ეს შესაძლებლობა ყველა მხრიდან შეისწავლა და საბოლოო ჯამში მან თანხმობა განაცხადა.

ეს უდაოდ სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც იუვენტუსი სწორედ იქ დააბრუნა სადაც უნდა იმყოფებოდეს! ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ბუნებრივია ზემოთხსენებული ნაბიჯი ამ ყველაფრისთვის გადაიდგა!

სიტუაცია თავად ფეხბურთელის სურვილმაც იოლი გახადა, რომელსაც არსებული ატმოსფეროს გამოცვლის და რეალიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. რონალდუმ მოიგო ინგლისში და ესპანეთში.. ყველაფერს ვიზავთ, რომ მან ეს გზა იტალიაშიც განაგრძოს!

როდესაც პორტუგალიელის ტრანსფერს განვიხილავდით, მახოვს როგორ შევხედეთ ერთმანეთს მე და პარატიჩიმ, ხოლო შემდგომ ორივემ ანიელის.. გვეგონა, რომ პრეზიდენტი ჩვენს იდეას გიჟურად მიიჩნევდა.

ვუთხარი ანიელის, რომ შვიდ წლიანი იტალიური ჰეგემონიის შემდეგ, დროა მორიგი ნაბიჯი გადაიდგას.. გვინდა ეს თუ არა ფაქტია, რომ მოტივაცია სკუდეტოსთან მიმართებაში ეტაპობრივად დაიკლებდა.. ამიტომაც მოქმედება იყო საჭირო და ეს ამ ყველაფრისთვის იდეალურ მომენტში განხორციელდა.

რონალდუ ფანტასტიური ფეხბურთელია ყველანაირი კუთხით.. სპორტსმენი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს საკუთარ თავზე.. მას სიტყვის თქმაც კი არ ჭირდება, ისე მიყვებიან თანაგუნდელები.. ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიიღეს უნიკალური შანსი, ივარჯიშონ მასთნ ერთად და გახდნენ უკეთესები. კრიშტიანო ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც ძალიან უყვარს მოგება და მისთვის მაქსიმუმს გაიღებს..

რონალდუმ მკითხა რას უნდა ელოდოს იგი იტალიაში.. თუ როგორ თამაშობენ აქ და რას აქცევენ ყურადღებას.. აქ საოცრად რთულია გოლის გატანა და ვფიქობ ამაში უკვე დარწმუნდა. თუმცა, ყველანი კარგად ვხვდებით რომ საქმე უბრალოდ დროს ეხება თუ როდის გახსნის იგი პირად ანგარიშს..

ხუთი ოქროს ბურთი აქვს მოპოვებული და როდესაც საწვრთნელ სესიაზე უყურებ, ფიქრობ რომ კარიერა სულ ახლახანს დაიწყო. ერთი სიამოვნებაა მისი ყურება.. ხედავ თუ როგორ ცდილობს საკუთარი თავის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას. ყველაფერთან ერთად უსაზღვროდ პოზიტიურია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც სამაგალითო პროფესიონალს უყურებენ”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
CR7 FAN'S
CR7 FAN'S
6 years ago

რონიიიიიიიიიიი:twisted:

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x