ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი:”გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ”

ბლეზ მატუიდი კრიშტიანო რონალდუზე და გუნდის სამომავლო გეგმებზე:

“ბუნებრივია ყოველი ჩვენთაგანისთვის მიმდინარე გათამაშება ძალზედ მნიშვნელოვანია..

ბევრს ვმუშაობთ, რათა მიზანი რომელიც დიდი ხანია უკვე გვაქვს, რეალობად იქცეს და ბუნებრივია ასეთ დროს რონალდუს მოსვლა დამატებითი სტიმული ხდება..

ფეხბურთელი, რომელიც 5 ოქროს ბურთს მოიპოვებს შეუძლებელია არ იყოს გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული..

იგი უდაოდ საუკეთესოა და მისი ყურება ერთი სიამოვნებაა.. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი? რთულია უდაოდ.. ვალენსიაც და იუნაიტედიც გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და მათთან დაპირისპირება საინტერესო იქნება.

თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ასეთ დროს მეტოქეს რომელთანაც თამაში გვიწევს აზრი არა აქვს.. მათმა სტატუსმა ჩვენს გეგმებზე არ უნდა იმოქმედოს..

პოგბა? დიახ, ბევრს ვხუმრობდით და ბოლოს შევთანხმდით, რომ მოედანზე შევხვდებოდით და სწორედ იქ გამოჩნდებოდა ყველაფერი.

გუნდისთვის მუდამ ყველაფერს ვიღებდი და დახმარება ჩემი მნიშვნელოვანი ფასეულობაა.. შესაძლოა მარცხენა ფლანგზე თავს არცთუ კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა შეგუებას წინ არაფერი უდგას”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x