ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძა:”მანჩინი მართალია”

სიმონე ძაძა რობერტო მანჩინის მოსაზრებას სრულად იზიარებს:

“დიახ, პორტუგალია ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ამ შეხვედრაში ჩვენ მათზე ვდომინირებდით..

თუმცა, თუ გოლებს ვერ გავიტანთ ასე რაიმე კრიზისის დაძლევაზე საუბარი გადაჭარბებულია..

მეორეს მხრივ ჩვენ ახლა ექსპერიმენტალურ პერიოდს გავდივართ.. გასულ მატჩთან შედარებით თითქმის მთელი გუნდის სასტარტო შემადგენლობა იქნა შეცვლილი..

ტაქტიკური წყობა? 4-4-2 და 4-3-3 ში თავს კარგად ვგრძნობ.. პირველი მოდულით ვირჯებოდი ვალენსიაში და საკმაოდ ნაყოფიერად.. ხოლო მეორე სქემით სასუოლოში.. მთავარი ტაქტიკური წყობა არ არის.. მთავარია, რომ მოედანზე თითოეული ასრულებდეს შავ სამუშაოს..

2016 წლის მატჩი გერმანიასთან? მაშინ ჩემს მიმართ არაერთი ცინიკური განცხადება გავრცელდა, თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა..

ახლა მნიშვნელოვანია მომდევნო თამაშებისთვის მოვემზადოთ და თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად გაითავისოს ნაკრების მაისურით თამაში რას ნიშნავს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Simone she mxecooooo

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x