ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი ნაკრებზე და იუვენტუსზე საუბრობს..

ფედერიკო ბერნარდესკი ნაკრების თემაზე საუბრობს:

“როდესაც ფსკერზე ეცემი, დროა მობილიზება თითოეულმა მოახდინოს, ერთმანეთს დავეხმაროთ და ფეხზე წამოვდგეთ.. ახალგაზრდა ფეხბურთელების კრიტიკისგან თავი მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ.. არ უნდა გავუსვათ ხაზი, იმ ფაქტს რომ ჯერ მზად არ არიან..

გამარჯვებას სათანადო მომზადება ესაჭიროება.. ეს მეტად ფუნდამენტური რამეა.. შეუძლებელია პირველივე ცდაზე, სპონტანურად მიხვიდე და წარმატებას მიაღწიო..

აუცილებელია მენტალიტეტზე ვიმუშაოთ, რათა დავაბრუნოთ იტალია იქ სადაც იმსახურებს.. ჩვენი მთავარი მიზანია სრულიად აპენინური ფეხბურთის გადატვირთვა მოვახდინოთ.. გუნდში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა შეკრებილი და მათთან ერთად შეგვწევს ძალა დიდ გამარჯვებებს მივაღწიოთ.

მანჩინის ბევრს აკრიტიკებენ, თუმცა მან არაერთხელ დაამტკიცა თუ რაოდენ გამოცდილი სპეციალისტია.. იგი თავადაც მაღალ დონეზე თამაშობდა ფეხბურთს და ყველა ნიუანსი კარგად ესმის.. ახლა მას სიმშვიდე და თავდაჯერებულობა უნდა შევმატოთ.

იუვენტუსი? არსებული ფეხბურთელების გათვალისწინებით, ჩვენ უდაოდ ვართ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები.. დიახ, მისი მოგება ურთულესი იქნება, თუმცა ამისთვის ყველა საჭირო რესურსი გაგვაჩნია. ევროპაში ნებისმიერი მატჩი, მნიშვნელოვნად განსხვავდება სერია ა გათამაშებისგან..

ლიგაზე შენი გზა შესაძლოა, მატჩში ერთმა შეცდომამაც კი დაასრულოს.. შესაბამისად აქ მაქსიმალური კონცენტრირებაა საჭირო, რათა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცე. საბედნიეროდ, ჩვენ ახლა წამყვან გუნდებს შორის ვიმყოფებით და მათ შორის მენტალიტეტის კუთხითაც..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ერთერთ მთავარ ფავორიტად კი მივიჩნევით მაგრამ აქ ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი ჩემი აზრით ფავორიტთა შორის ყველაზე მაგარი ნახევარ დაცვა ჯერჯერობით ისევ რეალს ყავს
1. რეალი – კროოსი, მოდრიჩი, ისკო, კაზემირო
2. ბარსელონა – ბუსკეტსი, კოუტინიო, რაკიტიჩი, ვიდალი
3. იუვე – პიანიჩი, ხედირა, ჩანი, მატუიდი
ამით იმის თქმა მინდა რომ ბურთის დამჭერი იუვეს მარტო პიანიჩი ყავს როცა რეალს მოდრიჩი, კროოსი და ისკო ყავს ბარსას კოუტინიო და რაკიტიჩი ბუსკეტსი
ამიტომ ჩვენ რომ ერთი ბურთის დამჭერი მოგვეყვანა მაგალითად პოგბა ან ერიკსენი შემდეგ თავისუფლად შეგვეძლო რომ რეალთან და ბარსასთან ერთად მთავარ ფავორიტად ვყოფილიყავით არამარტო ფურცელზე არამედ მოედანზეც.

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ყველაფრის მოგება რთულია მასე რა

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x