ანიელი:”ვგიჟდები მანჯუკიჩზე და მის შესაძლებლობებზე”
ანდრეა ანიელის თქმით იგი განსაკუთრებულად აფასებს მარიო მანჯუკიჩს:
“დიახ, ამაში დასამალი არაფერია, მე მასსზე და მის შესაძლებლობებზე ნამდვილად ვგიჟდებით!
მარიო არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც თითოეულ ტურნირზე სურს წარმატების მიღწევა, როგორც სრულიად იუვენტუსს!
მანჯუკიჩის ნაკრებიდან წასვლის საკითხი? განიხილავდა ამ საკითხს, თუმცა ფეხბურთელებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული დრო ნამდვილად ესაჭიროებათ. მეორეს მხრივ ხორვატებს ასეთი წარმატებისთვის განსაკუთრებული აპლოდისმენტები ეკუთვნით.
ხორვატებს სპორტის სხვადასხვა მიმდინარეობაში ჰყავთ მსოფლიო მაშტაბის პროფესიონალები და მარიო მათ რიცხვში დიდი ასოებით შედის! მანჯუკიჩი საოცრად მიზანდასახული პიროვნებაა”.