ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

სანაკრებო პაუზა დასრულდა და უკვე ხვალ იუვენტუსი სერია ა-ს მორიგი ტურის მატჩში სასუოლოს დაუპირისპირდება.. გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

“შემადგენლობასთან და როტაციასთან დაკავშირებით სანამ დამისმევდეთ კითხვებს, თავადვე გეტყვით თუ რას და როგორ ვაპირებთ..

კიელინის და პიანიჩს სავარაუდოდ დასვენების საშუალება მიეცემათ.. პირველივე წუთებიდან იხილავთ მინდორზე მარიო მანჯუკიჩს და შესნის.. პერინს მერწმუნეთ საკმარისი დრო მიეცემა, რადგან სეზონი დიდია და შეუძლებელი იქნება კვირაში სამი თამაშის ერთი და იგივე შემადგენლობით ჩატარება..

სხვა მხრივ ის ფეხბურთელები, რომლებიც სანაკრებო პაუზის დროს ორივე მატჩში იღებდნენ მონაწილეობას, სასუოლოსთან არ ითამაშებენ.. ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ ბლეზ მატუიდი იქნება.

რონალდუსთან დაკავშირებით, ვფიქრობ სწორედ სასუოლოსთან შეხვედრაში მოახერხებს პორტუგალიელი ნავსის გატეხვას და საკუთარი საგოლე ანგარიშის გახსნას.. იგი წარმოუდგენლად ნაყოფიერად მუშაობდა სავარჯიშო სესიაზე და იდეალურ კონდიციებში იმყოფება.. მოდრიჩთან პატივისცემის და მიუხედავად საუკეთესოს წორება სწორედ მისთვის უნდა მიეცათ, რადგან მან გასულ სეზონში ლიგაზე საოცარი მატჩები ჩაატარა.

ემრე ჯანისთვის ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალ ჩემპიონატში მოედანზე პირველსავე წუთებიდან გამოჩნდება.. ხედირასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღებია.. თუმცა, პიანიჩს ვფიქრობ ბენტანკური და ჯანი იდეალურად ჩაანაცვლებენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ტიპის მახასიათებლები აქვთ.

რუგანი და ბენატია კარგ ფორმაში არიან, შესაბამისად მათი გამოყენება სრულებით თავისუფლად არის შესაძლებელი..

დიბალასთან მიმართებაში ბევრი აჟიოტაჟია.. მისი საშემსრულებლო ოსტატობა ეჭვს არ იწვევს.. თუმცა, მან ისევე როგორც სხვამ სწორედ სამწვრთნელო სესიაზე უნდა დაამტკიცონ საკუთარი საჭიროება გუნდის მიმართ.

მეორეს მხრივ არ მომწონს, თქვენი – მასმედიის წარმომადგენლების მიდგომა.. ერთი სული გაქვთ დიბალა მოედანზე იხილოთ და ასევე ვერ ითმენთ შუაზე გაგლიჯოთ, თუ მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.. თქვენი აზრით ეს ფეხბურთელზე კარგად იმოქმედებს?

პირადად მე კმაყოფილი დავრჩი მისი ასპარეზობით პარმას წინააღმდეგ.. იგი ბოლო 15 წუთში, ფაქტიურად მოგებულ შეხვედრაში ჩაერთო და საკუთარი წვლილი ტაქტიკური თვალსაზრისით უდაოდ შეიტანა..

ფლანგებზე? ალექს სანდროსთან მიმართებაში გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს.. თუ იგი არ იქნება, მას საორიენტაციოდ დე შილიო ან ჟოაო შეცვლიან..

სასუოლოზე მსურს ორიოდე სიტყვა ვთქვა.. ეს არის კარგად ორგანიზებული კოლექტივი, რომელსაც ნიჭიერი თავკაცი ხელმძღვანელობს.. ჩვენი მძიმე და ამავე დროს სათამაშო ხარისხით უკეთესი მატჩი გველოდება, ვიდრე პირობითად ეს პარმასთან შეხვედრაში იყო..

შემადგენლობა? ახლა ჩვენ თითოეულ პოზიციაზე სერიოზული კონკურენცია გვაქვს.. თუმცა, საკუთარი წვლილის შეტანას ყველა მოახერხებს, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ახლა არის დეკემბრის ბოლოსთვის ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოდეთ.. უფრო კონკრეტულად, სერია ა-ში ვიმყოფებოდეთ პირველ პოზიციაზე, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში განაღდებული გვქონდეს პლეი-ოფის საგზური..

მე სამწუხაროდ საფეხბურთო წესებიდან გამომდინარე 11 ფეხბურთელზე მეტს სასტარტო შემადგენლობაში ვერ დავაყენებ, ამას დავუმატოთ მხოლოდ სამი მოთამაშე, რომელსაც სათადარიგოთა სკამიდან ჩავრთავ საქმეში.. შესაბამისად, თითოეულმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს სამწვრთნელო სესიების დროს, რომ დაიმსახუროს ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილი”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მეტი ლიგაზე ადართვრაღა გინდათ ხალხო, მთლან შეადგენლობას ასვენებს, რონალდო ცხოველია ველური არაადამიანი და მაან ყვეკა ტურნირზე უდა ითამაშოდ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ყველა ტურნირზე ბრძოლა გაჭირდება, ლიგაზე გადაერთეთ 100% ით ლიგაზეე

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

მართალი ხარ მარა ყველა ტიტულიც კაია

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ერთი ლიგა მოიგონ პრესტიჟისთვის ჯერ და მერე თუნდა ტრებლები დაუდვიათ ყოველ წელს :დდ :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x