ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი დიბალას თემაზე განახლებულ ცნობებს აქვეყნებს

პაულო დიბალას გარშემო სიტუაცია კვლავინდებურად გაურკვეველი რჩება:

ტუტოსპორტმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიანკონერის მესვეურები მის მომავალთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს მართავენ..

არ არის გამორიცხული უკვე იანვარშივე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, თუ ბუნებრივია რომელიმე ევროპული გრანდი სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს გაიღებს..

დიბალა უდაოდ მომთხოვნადი ფიგურაა სატრანსფერო ბაზარზე და როგორც გავლენიანი ტურინული წყარო იუწყება მადრიდის ატლეტიკო ერთ-ერთი პრეტენდენტია..

თუ, ზემოთხსენებულ პრესის წარმომადგენელს დავუჯერებთ დიბალა თავად დიეგო სიმეონეს მოთხოვნაა, რომელიც იუვეს 10-იანს განსაკუთრებულად აფასებს..

აქვე არ უნდა დავივიწყოთ მანჩესტერ იუნაიტედი.. წითელი ეშმაკები ასევე ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იუვეს თავის მხრივ პოგბას დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, არაა გამორიცხული ამ ორი კლუბის მხრიდან რაღაც საინტერესო გარიგებაზე დაიწყოს საუბარი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

წყალი არ გაუვა,ესენი ყველას და ყველაფერს ყიდიან,იმიტომაა რო მიუხედავად ბევრი კაი ტრანსფერისა მაინც ვერ ადის იუვე იმ დონეზე რო ლიგა მოიგოს.ეს სატრანსფერო პოლიტიკა,მე უკვე წყევლას ვარქმევ ეხლა არ დაწყებულა.რაც იუვეს ვუყურებ სულ ასეა,დიდი ანიელიდან მოყოლებული და იმიტომაა რო იუვეს ორი ლიგის თასი აქვს და სულ მაგის მოგების ნატვრაშია

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

3 წლის უკან ვერც წარმოვიდგენდით მსგავს რამეს , დიბალას დონის ფეხბურთელი სკამზე რომ გვეყოლებოდა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეს ტუტოსპორტი არის ყველაზე ჭორიკანა გამოცემა!

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

იუვე არ ინანო მერე ეს რო გაუშვა

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x