ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი მატჩზე, რონალდუზე და კოშტაზე..

დუგლას კოშტას სიტუაციაზე პირველად საუბარი მაქს ალეგრის მოუწია:

“რა უნდა ითქვას.. შესაძლოა მასსზე იმოქმედა წესების დარღვევამ, რომელიც რამდენიმე წამით ადრე მოხდა.. მეორეს მხრივ ბრაზილიელის საქციელს არანაირი გამართლება არა აქვს.. ჩვენ – იუვენტუსი მსგავსი სახის პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ.

დიახ, გვქონდა მესამე ბურთის გატანის შესაძლებობა, მაგრამ რატომღაც ფეხბურთელებს მეტოქის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაბითურება მოუნდათ, რაზეც სასუოლოსგან მყისიერად მოყვა ნეგატიური რეაქცია და შედეგად კოშტას ნერვებმა უმტყუნა.

გაიხსენეთ, როგორ ცდილობდა საწყის სამ შეხვედრაში პორტუგალიელი გოლის გატანას.. ის ახლაც, ამ შეხვედრაშიც ჩქარობდა, თუმცა საბედნიეროდ ძელიდან ასხლეტილი ბურთი მას მიუვიდა და შედეგად რონალდუმ თავი მეტად კომფორტულად იგრძნო.

დღეს, იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დიბალა ტრეკუარტისტას პოზიციაზე გაისარჯა და გუნდმა დავალებას თავი წარმატებით გაართვა. სასუოლო კარგად იბრძოდა, მაგრამ ბოლოსკენ დაიღალა და შედეგად ჩვენ თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაგვიშვია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x