ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე როსი:”იუვე სხვა პლანეტიდან არ ჩამოფრენილა”

დანიელე დე როსის თქმით იუვეს შემადგენლობაში უცხოპლანეტელები არ არიან და შესაბამისად მის გუნდს ძალუძს, თანაბარ დონეზე ასპარეზობა იტალიის მოქმედ ჩემპიონთან:

“იუვენტუსი რაიმე სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილი არ არის.. დიახ, ფინანსური თვალსაზრისით ტურინელებს ნამდვილად შეუძლიათ კოლოსალური ინვესტიციის განხორციელება, რითაც სხვა იტალიურ კლუბებს ჯობნიან.. სპორტული თვალსაზრისითაც ფაქტია სხვა საფეხურზე იმყოფებიან..

თუმცა, ყველამ კარგად ვნახეთ რაოდენ დიდი პრობლემები შეექმნათ კიევოსთან და პარმასთან შეხვედრებში.. შესაბამისად, მაქვს ამბიცია ჩემი გუნდის ძალებიდან გამომდინარე, რომ მათ სათანადო კონკურენცია გავუწიოთ..

მიზანი? აუცილებლად უნდა მოვხვდეთ პირველ ოთხეულში, თუ გადავხედავთ ამ ეტაპზე ჩვენს რიგებში მყოფ ფეხბურთელებს.. გუნდი, რომელიც სტაბილურად ირჯება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ეს სრულებით რეალური მიზანია..

თუ ჩვენ ყველა მატჩის წარმატებით დასრულებას მოვახერხებთ, ხოლო იუვენტუსთან ორივე შეხვედრაში დავმარცხდებით, მაშინ გამოვა რომ ჩემპიონატის ფინიშზე ბიანკონერისთან ჩამორჩენა სულ რაღაც 6 ქულა იქნება.. მთავარია არავისი არ შეგვეშინდეს.. თითოეულთან და მათ შორის იტალიის მოქმედ ჩემპიონთან, უდაოდ შეგვიძლია თანაბარ პირობებში თამაში და წარმატებისთვის ბრძოლა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x