ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინგლისური მედია დიბალასა და პოგბას საკითხზე საუბრობს..

ინგლისური მედია პოლ პოგბასა და პაულო დიბალას თაობაზე ახალ ცნობებს ავრცელებს:

აქტიურდება საუბარი, რომ იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი უახლოეს პერიოდში ერთმანეთს საქმიან ვითარებაში შეხვდებიან..

პაულო დიბალას როლი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, რადგან რონალდუს გუნდში მოსვლით ალეგრი ვერ პოულობს საჭირო მოდულს, სადაც არგენტინელი თავს კომფორტულად იგრძნობს..

მეორეს მხრივ ტურინელებს ნახევარდაცვის ზონაში, ბურთის სწრაფი ცირკულაციის თვალსაზრისით აშკარად ესაჭიროება პოგბას ტიპის შუახაზელი და მზად არის ამის გამო არგენტინელ შემტევს შეელიოს..

გამოსავალი ორივე კლუბისთვის იქნებოდა ფეხბურთელების პირდაპირი გაცვლა, მაგრამ იუნაიტედი ფრანგს მინიმუმ 150 მილიონად აფასებს, როდესაც ტურინს დიბალას სანაცვლოდ 120 მილიონის მიღება სწყურია..

უეფას ახალი წესდების თანახმად, გუნდებს იანვრის სატრანსფერო პერიოდში დამატებული ფეხბურთელის ლიგის განაცხადში შეყვანა თავისუფლად შეუძლიათ.. მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას სხვა კლუბის მაისურით ამავე ტურნირზე ნათამაშები, მას ახალ გუნდში ლიგაზე ასპარეზობა მაინც შეეძლება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
kaxa kaxa
6 years ago

გასაცვლელია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x