ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი:”ფეხბურთელთა შეფასებები”

გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6.5 – მაინც და მაინც ბევრი საქმე არ ჰქონია.. დუნკანის ეპიზოდი შეგვიძლია გავიხსენოთ.. ბაბაკარის დარტყმულზე მისი დადანაშაულება შეუძლებელია.

კანსელუ – 7.5 – საკმარისია შეტევაში წავიდეს და უმალვე სახიფათო ეპიზოდი იქმნება მეტოქის კართან.. პირველ ტაიმში ერთადერთი შეცდომა ალბათ მაშინ დაუშვა, როდესაც სასუოლომ გოლი გაიტანა მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევის გამო არ ჩათვალა.

ბონუჩი – 6.5 – ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გამოდგა მის კარიერაში.. მეტოქემ მოსვენების საშუალება არ მისცა, მაგრამ ლეო საიმედო იყო უკანა ხაზში..

ბენატია – 7 – თავის საუკეთესო სტილში.. სათადარიგოთა სკამზე ყოფნამ მასსზე ნეგატიურად ნამდვილად არ იმოქმედა.

ალექს სანდრო – 6 – უშეცდომო იყო დაცვაში თამაშისას, მაგრამ შეტევაში დიდად არაფერი გამოსდიოდა.. საშუალო დონის მატჩი ბრაზილიელისგან, რომლისგანაც მეტს ველოდებით.

ხედირა – 6.5 – კაპიტანი რომელიც ასპარეზობს დიდი სიამაყის გრძნობით, ყურადღებით და მზად არის პარტნიორებისთვის მაქსიმუმი გაიღოს. პირველ ნახევარში ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდა და იყო ეპიზოდები, სადაც გოლის გატანაც შეეძლო.

ემრე ჯანი – 7.5 – ალეგრიმ წინასამატჩო პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა, რომ ძირითადში ემრე ჯანს დააყენებდა.. ფეხბურთელმა თავკაცს იმედი არ გაუცრუა.. შორეული გასროლები, ჩაჭრები, თამაშის ტემპი.. ჯანის ფიზიკურ სიძლიერეს იუვეს ფეხბურთელები ყველგან გრძნობდნენ.. უდაოდ კარგი პერფორმანსი პირველ სასტარტო შეხვედრაში.. სწორედ მან გაუკეთა რონალდუს მეორე გოლის დროს გადაცემა.

მატუიდი – 6.5 – ფრანგი საჭირო ადგილას, საჭირო დროს ჩნდება.. არაერთხელ ჩაჭრა მეტოქის შეტევები და ცდილობდა შეტევაში პარტნიორებს დახმარებოდა, როგორც ეს პარმასთან შეხვედრაში იყო..

დიბალა – 6.5 – მისი შეფასება გარკვეულ დისკუსიას გამოიწვევს, მაგრამ გუშინდელი არგენტინელი მოედანზე გუნდის ინტერესებიდან მოქმედებდა.. ცდილობდა ნახევარდაცვის და თავდასხმის ზონებს შორის კავშირის დამყარებას.. რამდენიმე ეპიზოდში ეფექტური მოქმედებებითაც გამოირჩა.. მთავარია, რომ არგენტინელი არ ნებდება და ცდილობს გუნდისთვის საჭირო ფიგურა გახდეს.

რონალდუ – 8 – ჩვენ უდაოდ ვნახავთ მის სრულ შესაძლებლობებს უახლოეს პერიოდში.. სასუოლოსთან ეს იყო ორი ზუსტი დარტყმა.. ერთი იოლი, მეორე რონალდუს სტილში.. თუმცა, პოზიციის შერჩევა და ასხლეტილ ბურთს დროულად მიუსწრო იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.. მეორე ეპიზოდში 90 მეტრიანი სპრინტი და ზუსტი დარტყმა.. საერთოდაც, როდესაც ბურთს ღებულობს ყველა სასწაულს ელოდება მისგან და მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავს..

მანჯუკიჩი – 6.5 – თავის სტილში.. მთელი გულით, ემოციით და ბოლომდე ბრძოლით!

ალეგრი – 7 – ნაყოფიერად ხელმძღვანელობას მის ხელთ მყოფ სუპერ ვარსკვლავებს, რომლებიც მორიგ წარმატებას აღწევენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
6 years ago

რეალისტ იქ ქვემოთ ვერ გიპასუხე. მოკლედ ყველა პროფესიონალი და არა პროფესიონალი ადამიანია მაგრამ სხვაობა ისაა რომ მთელი მსოფლიო გიყურებს და ბევრ რამეზე ხარ პასუხისმგებელი. შეფურთხება იმენა არის ჩმორული საქციელი მეტი არაფერი. ძმაო ისეთმა ადამიანმა გამოვიდა მწყობრიდან თან ფინალში როგორიცაა ზიზუ მაგრამ არ დაუფურთხებია მივიდა და კაცურად გასცა პასუხი ისეთი ხია თავი. მაშინ ათასად გაიზარდა ზიზუ ჩემს თვალში მიუხედავად იმისა აძურის გულშემატკივარი ვარ. ესაა ძმაო კაცობა. დედამის შეეხო რომ გაიძახი მისულიყო და ეგლიჯა სახეზე ისე როგორც ზიზუმ ქნა ან ტოტიმ უქნა ბალოტელის. მაშინ აქ დავწერდი დიდი ასოებით კოშტაზე ბალადას. რაც შემეხება მე დედაზე შემეხება მაგას დაუფიქრებლად შემიძლია მოვკლა. მაგრამ ადამიანზე შეფურთხება… Read more »

6 years ago

ბონუჩის საიმედო თამაშს არ დავეთანხმები

Vega
6 years ago
Reply to 

კიელოს გარეშე მაინც სხვააა რა. იუვეც სხვაა მის გარეშე. აი ვაბშე სხვა ტიპაჟია რა კიელო.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x