ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

ვალენსიასთან წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ მაქს ალეგრი და ჯორჯი კიელინი.. თავდაპირველად მთავარი მწვრთნელის ინტერვიუს გთავაზობთ:

“კოშტა ტრიბუნაზე როგორც ბონუჩი პორტოსთან? სისულელეა.. დიახ, მისი საქციელი ყველანაირ საზღვარს გაცდა და შედეგად 4 მატჩის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება.. ეს დამსახურებული დისკვალიფიკაციაა, რომელიც ზედმეტ საუბარს არ საჭიროებს.. თუმცა, მეორეს მხრივ პირველი ვინც ეს ყველაფერი გაანალიზა და მიხვდა თავად დუგლასი იყო.. მასთან მიმართებაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.. იქნება თუ არა იგი ვალენსიასთან ცალსახად იმ ტაქტიკაზეა დამოკიდებული, რომლის სასარგებლოდაც შევაჩერებ არჩევანს..

დიბალა? მომეწონა სასუოლოს წინააღმდეგ.. ახლა მთელი გუნდი ფიზიკური კონდიციების კუთხით მომატებას განაგრძობს.. ჩვენ ახლა დიდი კონკურენცია გვაქვს და ამ მხრივ არჩევანი მექნება გასაკეთებელი, თუ ვინ იასპარეზებს წინა ხაზში.. ერთადერთი რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას, არის ის რომ ბონუჩი-კიელინის დუეტი იქნება სასტარტოში.. აი ფლანგებზე კუადრადოს, ალექს სანდროს და კანსელუს სახით მყავს სამი ფეხბურთელი, რომელთაც ნაყოფიერად შეუძლიათ დაცვლის ფლანგებზე ასპარეზობა.. მათ შორისაც არჩევანი მექნება გასაკეთებელი.

პრეზიდენტის გუშინდელი სიტყვები, რომ იუვენტუსი პლანეტის მთავარი დომინანტი კლუბი უნდა გახდეს? არავისთვის არაა დასამალი, რომ ჩვენ ამისთვის ვიღწვით.. ამ ეტაპზე მიზანი ევროპის 4 საუკეთესო კლუბს შორის ფეხის მყარად მოკიდება.. სხვა მხრივ ბუნებრივია იუვენტუსი ისეთი ამბიციური კლუბია, რომელიც მუდმივ განვითარებაზე იფიქრებს და ყველაფერს იღონებს, რათა თითოეულ ფრონტზე გამარჯვება იზეიმოს.

ვალენსიასთან მატჩი იქნება პირველი ნაბიჯი დიდი მიზნისკენ და მას ფუნდამეტური როლი აქვს.. თუ მესტალიაზე გავიმარჯვებთ, მაშინ ჯგუფური გზა უფრო იოლი გახდება.. ფრე დამაკმაყოფილებელ შედეგად შეიძლება, რომ ჩაითვალოს და აი მარცხი გეგმებს სერიოზულად გაართულებს.. შედეგად ახლა მაქსიმალური კონცენტრირებაა საჭირო ტურნირზე, სადაც შესაძლოა ერთმა ეპიზოდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

როგორ გრძნობს კოშტა თავს? გუშინ და დღეს ნაყოფიერად ივარჯიშა.. ბუნებრივია 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია დიდი დროა და მას ექნება ლიგაზე თავის გამოჩენის საშუალება.. განიცდის და ძალიან ნანობს.. უკვე აღვნიშნე, რომ მსგავსი საქციელი მინდორზე არ უნდა ფიქსირდებოდეს, მაგრამ დაზღვეული არავინ არის.. გადახედეთ მის კარიერას.. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ძალიან კარგი პროფესიონალი ადამიანი საკუთარ თავს ხელში ვერ აიყვანდა და ემოციებს აყვებოდა? ყველას შეიძლება დაემართოს მსგავსი რამ და ვწუხვარ, რომ ამჯერად ეს იუვეს მოთამაშე იყო..

რას ცვლის რონალდუ იუვესთვის ჩემპიონთა ლიგაზე? რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში, რომელიც ვფიქრობ გუნდს მცირე დოზით ესაჭიროებოდა.. დიახ, ჩვენ ბოლო პერიოდში ამ ტურნირზე დიდ პროგრეს მივაღწიეთ, მაგრამ ფინალებში თითქოს რაღაც გვაკლდებოდა.. დასანანი მარცხი განვიცადეთ შარშან მადრიდში, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 11-იანით ვიწვნიეთ მარცხი.. მეორეს მხრივ მსგავსი ეპიზოდი გვიბიძგებს შეცდომების გამოსწორებისკენ.. ორი აზრი არაა, რომ წელს ჩვენი მიზნები ამ ტურნირზე კიდევ უფრო ამბიციურია, მაგრამ თავდაპირველად მესტალიაზე სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ..

ბერნარდესკი? იმ შემთხვევაში თუ კი ფლანგებზე კუადრადო და კანსელუ იქნებიან, მაშინ სავსებით შესაძლებელია.. კანსელუს და სანდროს შემთხვევაში კი უფრო მეტი შანსი კუადრადოს ან კოშტას ექნებათ.. ერთი სიტყვით ამ დეტალებს თამაშის დაწყების წინ შეიტყობთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dato777
6 years ago

რეალისტ აბა რა უნდა ეთქვა ჰანდიკაპით მოვიგებთ გადავიღუნავთო?

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dato777

ჰაა ვიგებთ ხვალ 1-3 ს? )))

lasha naxucrishvili
6 years ago

მერდოვიჩჩჩჩჩ :lool:

juve-10
6 years ago

უუუუ საღოოოოლ! ღირსია სან სირო ესეთების)) ეს ინგლისური ძალით გრანდები))

barona
6 years ago

საღოლლლ გველებს:D დღეს ნაპოლიმაც თუ მოიგოოო სავარაუდოთ იტალია 2ადგილზე აინაცვლებს რეიტინგში,დიდი ეგ არაფერი უბრალოდ გულს უხარია იტალიური ფეხბურთის გამოცოცხლება

რ ე ა ლ ი ს ტ ი

მოლოდეც მერდა

juve-10
6 years ago

ეს სპალეტი ვერ არის ჯანზე)) გუნდი აგებს და პერისიჩი გაიყვანა და კანდრევა შემოიყვანა))

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ე მაქს ახლა ატრაკებ ვალენსიასთან ფრე რა დამაკმაყოფილებელია? ეგეც რომ დაავალო ფეხბურთელებს რონალდო აიძულებს მარტო შენ არ დაგიჯერონ და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლონ. ესაა ლიგა პრიორიტეტიაო სადაც ფრეზეც თანახმა ხარ? ჩამოკარი მაქს?

juve-10
6 years ago

ახალი ამბავი ეხლა ალეგრი რო ჯერ ფრეზე ფიქრობს და მერე მოგებაზე))

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  juve-10

ეგ ზოგადად იტალიური სენია. მხოლოდ სარი არის ამათგან განსხვავებული შედეგს ლამაზ თამაშსაც უთავსებს.

jek17
6 years ago

ლამაზ ფეხბურთს თამაშობს მაგრამ შედეგი ნოლი.ბოლოს გამოჩნდება ალეგრის ტაქტიკა ჯობნის თუ სარის.რაც შეეხება მესტალიაზე თამაშს,ძაან რთულია მანდ მოგება.რეალი და ბარსელონა თითქმის ყოველ წელს დამწუხრებულები მოდიან მაგრამ ლიგა სულ სხვაა და აქ უნდა მოუგო ასეთ გუნდს თუარა ჯგუფში შეიძლება ჩარჩე.მითუმეტეს იუვეს გასვლაზე მოგება არ უჭირს ლიგაზე.თან რთული ჯგუფია და პირველი ფეხის დაცდენა შეიძლება ძალიან რთულად აისახოს შემდეგ თამაშებზე

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x