ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი:”გვსურს ლიგის თასის მოპოვება და მესტალია პირველი ტესტი იქნება”

მთავარი მწვრთნელის შემდეგ, ჟურნალისტებმა კითხვები ჯორჯო კიელინის დაუსვეს:

“ჩვენს გარშემო დიდი მოლოდინია შექმნილი, რომელიც საკუთარ ძალებში რწმენას მეტად გვიმყარებს და უფრო ძლიერს გვხდის.. მესტალიაზე იშვიათად, რომელიმე გუნდი იმარჯვებდეს და შედეგად მძიმე მატჩი გველის.. დიახ, ეს უდაოდ კარგი ტესტი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსი შთამბეჭდავად ჟღერს და მესტალიაზე ჩვენ გრძელ გზას დავადგებით.. ამ ტურნირის მიმართ დიდი ამბიციები გვაქვს და კიდევ ერთხელ ვეცდებით საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ.

დაახლოებით 5-6 გუნდია ჩვენს დონეზე და სწორედ მათთან ბრძოლაში გაირკვევა ყველაფერი.. შარშანდელ გათამაშებაში არავინ ელოდა, რომ 1/2 ფინალში ერთმანეთს რომა და ლივერპული დაუპირისპირდებოდნენ.. სწორედ ეს ხდის ამ ტურნირს განსაკუთრებულს..

გვწამს, მაგრამ ამავე დროს სიტუაციას რეალურად ვუყურებთ.. ეს იქნება რთული და დამღლელი გზა, სადაც აუცილებელი იქნება მარტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფები ვიყოთ..

ჩვენი სიძლიერის და მაშტაბების მქონე კლუბს, არა აქვს უფლება რაიმე სახის ზეწოლაზე ისაუბროს.. მინდორზე უნდა დავამტკიცოთ, რომ სათანადო დონეზე გავიზარდეთ და მზად ვართ მოვიგოთ სანუკვარი თასი! თუმცა, ეს აკვიატებული იდეა არ არის.. ჩვენი ფილოსოფია მუდამ ბალანს ემყარებოდა და არჩეულ კურს არ უნდა გადავუხვიოთ.

ვესაუბრე თუ არა კოშტას როგორც კაპიტანმა? არა.. იგი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და ამ პერიოდის მანძილზე თითოეულს დაგვანახა რაოდენ კარგი პიროვნებაა.. თითოეული ადამიანი უშვებს შეცდომას და ამ მხრივ გამონაკლისი არც რომელიმე ჩვენთაგანია. მან უკვე მოიხადა ბოდიში და გარკვეული საფასურიც გაიღო ამ საქციელის გამო. შედეგად არ ღირს კიდევ უფრო მეტი დრამატიზირება. კოშტა კარგი ბიჭია, რომელიც უბრალოდ წამით დაიკარგა”.

14 thoughts on “კიელინი:”გვსურს ლიგის თასის მოპოვება და მესტალია პირველი ტესტი იქნება”

  1. აქ ალეგრის აგინებენ მოგება არ უნდა მესტალიაზეო. აბა რა უნდა ეთქვა გადავუვლით ვალენსიასო. ულტრასი კი არაა, მწვრთნელია. თქვენმა სანაქებო ანჩელოტიმ გუშინდელი მატჩის მერე თქვა არ არის ცუდი შედეგიო. :)
    ზოგადად მესტალიაზე თამაში ყოველთვის რთულია და ყველას გაუჭირდება. მგონია 0-2 მოვიგებთ.

  2. კაი გუნდებია წელს ლიგაზე, ლივერპული, სიტი, პსჟ. არც ბარსა-რეალი უნდა ჩამოვწეროთ, შეიძლება რეალის მიმართ არ იყოს წელს დიდი მოლოდინები, მარა მაგათ მხარეზეა ფედერაციის პრეზიდენტი კი არადა ესპანეთის მეფედან დაწყებული უეფას ბოლო ჩინოვნიკით დამთავრებული და მსაჯთა კორპუსი, კოლინას თამადობით ყველა და რას გაუგებ ))
    ბავარიას არ შევიყვანდი წელს ფავორიტებში.
    ყველაზე მეტად მაინც იუვეს, სიტის და ლივერპულს გამოვყოფდი. ამათ შორის გაირკვევა ვფიქრობ ჩემპიონი.

    1. პსჟ, სიტის და ფულის ტომრების არ მჯერა. გუშინაც გამოჩნდა პსჟ რო ლუზერია. კოლინას დაატოვებინეს მგონი თანამდებობა.

  3. ყოჩაღ ჯორჯო, კაი პაძერჟკა მისცა დუგლასას.
    კიელინი და ალეგრი უკვე სხვა ნოტზე მღერიან )) მომწონს ასეთი მიდგომა ) ჯერ თავში უნდა იყო დარწმუნებული… იასნია რონალდომ განამტკიცა ეს მენტალობა, მაგრამ ამ გზით მიდიოდნენ ბოლო პერიოდი და საღოლ ანიელის, რამხელა ამბიციური პროექტი წარმოადგინა. ადვილი არ იქნება, მარა მაგან რაც პროექტები დაისახა, კი შეასრულა ხუთიანზე )) გუნდიც მზადაა, რომ დაიბრუნონ ადგილი მზის ქვეშ )) დადგა დრო ამის უკვე.
    :forza:

  4. ფუ იმენა მათხოჯი გუნდია ეს ნაპოლი, თქვენი ანჩელოტი მოვტ.. თქვე ფარჩაკებო ტიპებმა ისტორია დააწერინეს ყველას ვისაც შეხვდნენ, სადამე სერია ჯ გაააგდონ ეს ყ.. გუნდი

  5. realist dzma aq var genacvale… patara samsaxuris temebshi viyavi gamocdebi da saqmeebi mqonda tore sul vkitxulob komentarebs…erti orjer vcade dawera ar daiwera ratomgac ramodenime kviris win ise aqaurobas rogor davtoveb…:D da chem dybalas tavi daanabet sauketesoa duglasastan ertad…:DDD

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.