ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ბერნარდესკის საოცარი პროგრესი თვალშისაცემია”

სქაი სპორტმა მატჩის დასრულებისთანავე მაქს ალეგრისთან მოახერხა ინტერვიუს ჩაწერა:

რთული მატჩი გამოდგა, რომელიც ვფიქრობ VAR ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში, ნაკლებად სანერვიულო იქნებოდა..

რონალდუს წითელ ბარათამდე არაერთი შანსი გვქონდა გოლის გასატანად.. 10 კაცით ასპარეზობა კი გარკვეულ გადანაცვლებებს მოითხოვს და თითოეული ფეხბურთელისგან უფრო მეტის გაკეთებას..

შეხედეთ მატუიდის თამაშს, რომელმაც უამრავი ჩაჭრა განახორციელა და თანაგუნდელებს მოედნის თითოეულ მილიმეტრზე ეხმარებოდა.. ან თუნდაც მანჯუკიჩი რომელიც ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძოდა და გუნდს მნიშვნელოვან წუთებს ჩუქნიდა.. სისტემის შეცვლამ გამოიწვია ის, ფაქტიც რომ ალექს სანდრო ნახევრის ზემოთ აღარ ხვდებოდა..

ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ შეტევის განსახორციელებლად ყველა საჭირო რესურსი გვაქვს.. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფებმა, საკმაოდ ორგანიზებულად დავიცავით თავი და მეტოქისთვის ფაქტიურად რეალური სახიფათო მომენტის შანსი არ მიგვიცია.. დიახ, იყო შორეული დარტყმები თუმცა მეტი ნამდვილად არაფერი..

რონალდუ? როგორც უკვე გითხარით, კონკრეტული ტექნოლოგიის შემთხვევაში ეს ბარათი გაუქმდებოდა.. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით.. 29 წუთზე კაცნაკლული დარჩენა მეტოქის არენაზე უდაოდ საგანგაშო ზარია, რომელსაც ნამდვილად შეეძლო დიდი თავისტკივილის მოტანა..

პიანიჩის მოედნიდან გაყვანა? ეს უბრალოდ შეცვლა იყო.. მითუმეტეს ვალენსია წინ დიდი ძალებით იწყებდა მოძრაობას და ასეთ დროს რეაქტიული ფეხბურთელის მინდორზე ყოფნა ჩვენთვის დამატებითი იარაღი იყო.. სამწუხაროდ, ბრაზილიელის პირველივე გარღვევა მისთვის ტრავმით დასრულდა.. ბოლო დღეების მანძილზე კოშტას არ უდგას კარგი პერიოდი.. სასუოლოსთან შეხვედრაში მახსოვს როგორ სკანდირებდნენ მის გვარს..

ეს ყველაფერი გმუხტავს, თუმცა არცთუ ისე დადებითად.. დი ფრანჩესკოს ეპიზოდის შემდეგ, რომელსაც 4 ტურიანი დისკვალიფიკაცია მოყვა, ვფიქრობდი რომ ამით შესაძლოა მან საკუთარ თავსაც კი ავნოს.. ბევრჯერ შემხვედრია ფეხბურთელი, რომელიც გაღიზიანებულზე იღებენ მძიმე ტრავმებს.. ამიტომაც არ დავაყენე დღეს იგი სასტარტოში და ბოლოსთვის შემოვინახე.. სამწუხაროდ ტრავმას, რომელიც კუთხეში იმალებოდა მაინც ვერ ავცდით..

ბერნარდესკი? გუშინდელი ვარჯიშის ბოლოს მართლა არ ვიცოდი თუ ვინ უნდა დამეყენებინა სასტარტოში, რადგან უკანასკნელ საწვრთნელ სესიაზე გარკვეული ფეხბურთელების მუშაობით უკმაყოფილო დავრჩი.. თუმცა, ფედერიკოს განსაკუთრებულად შევაქებ რადგან უკანასკნელ ხანებში მან მნიშვნელოვნად მოუმატა ტაქტიკურადაც და მენტალურადაც.. თვალსა და ხელს შუა განხორციელდა მისი პროგრესი..

ბერნარდესკის გამო დიბალას სასტარტოში ადგილი აღარ მოიძებნება? სისულელეა.. სეზონი გრძელია და ბოდიშს გიხდით რომ დღეს ვერ მოხერხდა მოედანზე დიბალას ან კუადრადოს შემოყვანა.. თამაშის სცენარმა ამჯერად სხვა მოთხოვნილებები გააჩნია.. მაგრამ სეზონი გრძელია და თითოეულისთვის მოიძებნება სათამაშო დრო”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x