ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი შეფასებებს აქვეყნებს..

ტუტოსპორტი ვალენსიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ იუვეს ფეხბურთელების შეფასებებს აქვეყნებს:

შესნი – 7.5 – საიმედოა მთელი მატჩის განმავლობაში და ბოლო წამს მეტოქეს პრესტიჟის შანსიც მოუკლა.

კანსელუ – 8 – იდეალური დაცვით ასპექტშია და ძალიან სახიფათოა შემტევ მანევრირებებში. იუვე 29 წუთზე 10 კაცით, რომ არ დარჩენილიყო პორტუგალიელი მთელი თამაში სისხლს გაუშრობდა საკუთარ ფლანგზე ყოფილ კლუბს..

ბონუჩი – 8 – მისი ტურინში დაბრუნების შემდეგ, ეს იყო გამორჩეული მატჩი.. ზუსტად ის ლეო რომელიც მსოფლიოს ალაპარაკებდა.

კიელინი – 8 – გააქრო მიჩი ბაჩუაი და ყველა ხიფათს საკუთარი ფიზიკური სიძლიერით ახშობდა. დაცვაში ყველას და ყველაფერს ანადგურებდა.

ალექს სანდრო – 7 – ნაკლებად უტევდა, თუმცა მარცხენა ფლანგი საიმედოდ ჰქონდა გადარაზული.

ხედირა – 5 – საწყის წუთებშივე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ იდეალური სიტუაციიდან ბურთი კარს ააცილა.. შემდგომ მალევე მიიღო ტრავმა და ვერ მოასწრო საკუთარი შეცდომის რეაბილიტირება.

პიანიჩი – 8 – თამაშოს მაღალ ინტელექტუალურად და ზუსტად.. იყო მცირე უზუსტობები, მაგრამ გადაფარა ორი ზუსტი დარტყმით ისეთ ნერვოზულ შეხვედრაში, სადაც მსაჯმა მოედნიდან არაფრის გამო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გააძევა.

მატუიდი – 8 – თუ იუვენტუსი არ განიცდის კაცნაკლულობას, დიახ ეს ყველას დამსახურებაა მაგრამ ფრანგი ნახევარმცველის უფრო მეტად.

ბერნარდესკი – 8 – საოცარი მატჩი! ჭკვიანური სვლები, ტექნიკური მოძრაობები, შორეული გადაცემები და დაცვაში ეფექტური ართმევები. დიახ, ეს ბიჭი მართლაც გაიზარდა!

მანჯუკიჩი – 6.5 – დიახ, ხედირასთან ერთად მანაც იდეალური შანსი გაუშვა ანგარიშის გასახსნელად, თუმცა გერმანელისგან განსხვავებით ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლა ყველა ბურთისთვის.

რონალდუ – 7 – მარცხენა ფლანგიდან იწყებდა შეტევებს 29 წუთის მანძილზე და საკუთარ საქმეს ნაყოფიერად ასრულებდა. აქტიურობდა და დატენილი იყო გოლის გასატანად, მაგრამ ბრიხმა ხელი შეუშალა..

ალეგრი – 8 – იდეალურად წარმართა თამაში.. ეფექტურად გამოაყენებინა გუნდს მეტოქის თავისუფალი სივრცეები და 25 წუთის შემდეგ თუ იუვემ 3-0 არ წაიყვანა მხოლოდ ცალკეული მოთამაშეების უიღბლობის ბრალია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giampiero Boniperti
5 years ago

ჩანის ზამენა გახდება ხედირა სავარაუდოდ მალე და მაგრად გამიხარდება ეგ ამბავი :chuvak:

barona
5 years ago

მილიონში ერთი თამაში შეიძლება დამთავრდეს ეგეთი როცა კაც ნაკლულიხარ გოლს არუშვებ და პირიქით იქეთ იტან თან 2ს..ბრავო მთლიანად გუნდს ასეთი სულისკვეთებისთვის და ბრავო ალეგრის ძაან გამახარეს გუშინ …ისე ბრიხი შესვენებაზე ნახავდა რაც იჩერჩეტა და მაგიტომაც დადო მეორე პენალტი ულაპარაკოთ,ფაქტია იუვეს მაინც გაუჭირდება წელს ლიგის მოგება,თუმცა ბოლომდე თავდადებით შედეგს მივახწევთ :forza:

Bianconeri.10
5 years ago

ვაბშე 3 თამაშიანი ყოფილა დისკვალიფიკაცია თუ არ გაუუქმეს )))) “ძალადობის”პონტში რომ გააგდეს ))))))

Dato777
5 years ago

ჩანის თამაშზე რას იტყვით?

delpiero111
5 years ago

იანგბოიზს 2-3 ბურთით უნდა მოვუგოთ მინიმუმ და მანჩესთან მინიმუმ 4 ქულა. ისე ძველი ანგარიშების გამო მანჩესტერის ჩატოვებაც შეილება

delpiero111
5 years ago

თამაშს ვერ ვუყურე და ეხლა ვუყურე მიმოხილვას და რა მომენტები ვერ გამოგვუყენებია ტო. ჩემი აზრით მანჯუ კი ბატონო მებრძოლია და გულს დ3ბს მაგრამ ამ იუვეში ეს და ხედირა ზედმეტია რა. ბენტაკური რო შეაჩვიოს ნელნელა ალეგრინ რა დაშავდება თუ არ გაკეთდება. კიდე რო 2021 წლამდე უხანგრძლივებენ მაგ ულლასოს. ბენტაკური ჩანი მატუიდი და რაჩემ……თ ჭირდება ეს ხე(დირა)

მაქს
5 years ago

მსაჯმა რა თამაში გააფუჭა რაა :/ იუვე ისე უტევდა, ეგეთი მე ჯერ არ მინახავს ლიგაზე))) აფთრები არიან

რ ე ა ლ ი ს ტ ი

2 მატჩიანი ემუქრებაო კრისტინას ეაეიგი ოლდ ტრაფოდზე ვერ დაბრუნდება.ეს თუ არ გააპროტესტეს და თუ არ გააუქმეა უეფაზე ერთი ნაღმი მადლია

poti
5 years ago

ალეგრის თუ ფორსმაჟორიაქვს მაშინ გუნდს აგრესიულად ათამაშებს,პრესინგს და შეტევას ავალებს,სხვადროს მაგაზე უსახური მწვრთნელი მეორე არაა არცერთ გრანდში

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  poti

არ არსებობს მწვრთნელი რომწლიც დღეს ვარგა და ხვალ არა. მაგრამ არსებობს ფეხბურთელები რომლებიც დღეს შეასრულებენ დავალებას ხვალ ვერა

poti
5 years ago

ვაღიარებ ალეგრის აქტივშია ეს თამაში,ვერაფლით გავაკრიტიკებ ამ კონკრეტულ თამაშში ის მართლაც კარგი იყო

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  poti

საღოოლ. ისე ლექსო ძმაო როცა გუნდი დაცვაში ჯდებოდა ხოლმე არ იყო ეს ალეგრის ბრალი რადგან რომ დაევალებინა ბურთის დაჭერა სწრაფი კონტრშეტევები მაშინ არც ჩანი ყავდა არც რონალდო და არც ბერნა და იჭრებოდა გუნდი

jek17
5 years ago

არც კოშტა

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x