ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექს სანდრო:”კონტრაქტი? მისი გახანგრძლივება არავის შემოუთავაზებია”

ალექს სანდროს კი არ უფიქრია იუვეს დატოვება, თუმცა:

“დიახ, ეს სიმართლეა.. გუნდიდან წასვლაზე არასდროს არ დავფიქრებულვარ, თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემთვის ჯერ არავის შემოუთავაზებია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები.

რონალდუ საოცრად მოტივირებულია.. ერთი სული აქვს ვალენსიაში განხორციელებული უსამართლობის შემდეგ, თუ როდის გამოვა მინდორზე და იტყვის საკუთარ სიტყვას.. მის თამაშს ეტაპობრივად ალღოს ვუღებ.. ვხვდები თუ როგორ და რა პოზიციაზე უყვარს ბურთის მიღება.. დარწმუნებული ვარ მალე მეტ დახმარებას გავუწევ.

ვალენსიას დამარცხება, ჩვენი გუნდისთვის ფსიქოლოგიური კუთხით მნიშვნელოვანი გამოდგა. ლიგის შემდეგ ფროსინონესთან მატჩი რთული იქნება? შესაძლოა.. თუმცა, მთავარია მინდორზე მოტივირებულები გამოვიდეთ და ამის შემდეგ მეტოქეს შანსი აღარ ექნება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli morchadze
5 years ago

კაცი რა ჯიგარია და ესენი კიდე კონტრაქტს არ უდებენ, კაროჩე რა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x