ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუადრადო:”ჩვენი წარმატების საიდუმლო? პრობლემების ერთად დაძლევა”

კოლუმბიელი გასულ და მოახლოებულ მატჩზე:

“საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო გვიჭირს მოედანზე არსებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ მეტად უფრო ძლიერები ვხვდებით..

თითოეული ჩვენთაგანი მზად არის პარტნიორისთვის ყველაფერი გაიღოს.. ერთი დიდი ოჯახი, რომელიც პრობლემებს ასევე ერთად უმკლავდება! აი ამაშია მთელი ჩვენი საიდუმლო.. როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ყველანი ერთთად!

რონალდუმ ბუნებრივია გუნდს რაღაც განსაკუთრებული შემატა.. ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, იუვე მის მოსვლამდეც ძალიან ძლიერი იყო, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, გარკვეული მახასიათებლები მატულობს და ფსიქოლოგიურადაც მეტად თავდაჯერებული ხდები.

ვფიქრობ, ახლა უკვე ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ თითოეულ ტურნირის მოსაგებად უკანასკნელ წამამდე ფავორიტის სტატუსით ვიბრძოლოთ.

ფროსინონე? მახსოვს გასული სეზონის მატჩი, სადაც არნახულად გაგვიჭირდა.. მაშინ ჩემს მიერ გატანილი გოლით მოვახერხეთ მეტოქის დამარცხება.. მეტოქის დაუფასებლობა დამღუპველი იქნება და შედეგად საქმეს ჩვეული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x