ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი რონალდუზე, კოშტაზე..

მარჩელო ლიპი რონალდუს ვალენსიასთან მიღებულ წითელ ბარათს ეხმაურება:

ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ კონკრეტულ ადამიანს ჰალუცინაცია დაემართა! ასეთი დონის შეხვედრაში, მსგავსი შეცდომა დაუშვებელია.. შენ ფაქტიურად კლავ თამაშს და გუნდს დიდი საფრთხის წინაშე აყენებ.

ახლა უეფა ვალდებულია გამოვიდეს და შემდეგი რამ თქვას:”ბატონებო, ჩვენ არ ვიყავით მართლები.. თუმცა, რონალდუს ეპიზოდს უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ დისკვალიფიკაციაზე საუბარი სისულელეა! ჩვენ შემოვიღებთ ვიდეო რეფერის ტექნოლოგიას!”

იუვენტუსი თავის მხრივ უკვე იმ საფეხურზე იმყოფება, რომ მზად არის ყველანაირი გამოწვევისთვის და სცენარისთვის. ისინი რეალის, ბარსელონას, ბაიერნის, სიტის და პსჟ-ს დონეზე იმყოფებიან და შესაბამისად ლიგის უმთავრეს ფავორიტებში შედიან.

შეეძლო თუ არა რონალდუს მურილიოსთან მომხდარი ინციდენტის თავიდან აცილება? ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელსაც აქამდე მსგავსი ინციდენტი არ დაუფიქსირდა.. ან რა მსგავს ინციდენტზეა საუბარი, როდესაც ვალენსიასთან შეხვედრაში პორტუგალიელს ოდნავ ცუდიც კი არაფერი ჩაუდენია? გამორჩეული პროფესიონალია, რომელიც მინდორზე ოპონენტს პატივისცემით ეპყრობა და მისი ცრემლები ამ ყველაფერზე ნათლად მიუთითებს!

დუგლას კოშტა? ეს თემა უკვე დაიხურა.. მან არასპორტული და ძალიან არაკოექტული ნაბიჯი გადადგა, რის გამოც საკადრისადაც დაისაჯა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
poti
5 years ago

ლიპი არის მწვრთნელი რომელმაც ყველაზე მეტად შემაყვარა ფეხბურთი,ლიპი ფერგი და დელ პიერო არის ჩემთვის ყველაზე მNიშვნელოვანი ფიგურები რომელთაც ფეხბურთი შემაყვარეს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x