პერესი:”მან თავად მოისურვა გუნდიდან წასვლა”
მადრიდელთა პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის განცხადებით, გუნდიდან წასვლა თავად რონალდუმ მოისურვა:
“ყველაზე სარფიანი გასხვისება სწორედ რონალდუ იყო.. პორტუგალიელმა თავადვე მოისურვა გარკვეული მიზეზების გამო გუნდიდან წასვლა..
სხვა გუნდს კი თავის მხრივ 100 მილიონი არ შემოუთავაზებია.. ეს წინადადება მხოლოდ იუვენტუსიდან იყო მოსული.
ჩვენის მხრივ არაფერი გვრჩება, გარდა იმისა რომ კრიშტიანოს მადლობა გადავუხადოთ იმ ყველაფრისთვის რაც მან ჩვენი მაისურისთვის გაიღო.
იგი დი სტეფანოს შემდეგ, რეალის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია”.