ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

ტრადიციულ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე შეშლილმა მაქსმა გარკვეული მინიშნება გააკეთა სამ მცველია ტაქტიკაზე:

“რონალდუ იუვენტუსისთვის შესანიშნავი შევსებაა და ეს მისი თამაშითაც დასტურდება. მოლოდინი პორტუგალიელს მიმართ დიდი აქვთ და თავად კრიშტიანოც საკუთარი თავის მიმართ ძალზედ მომთხოვნია.. თუმცა, მას არავისთვის არაფერი არა აქვს დასამტკიცებელი.. უბრალოდ უნდა გამოვიდეს და ფეხბურთი ითამაშოს..

გიდასტურებთ, რომ დიბალა ფროსინონეს წინააღმდეგ მინდორზე იქნება.. იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც გოლების წყაროს წარმოადგენს.. მას აქვს ყველაფერი რათა ცენტრ ფორვარდზე იასპარეზოს, მაგრამ ეს ასპექტი ჯერ კიდევ გადასაწყვეტი მაქვს.

სამი ცენტრალური მცველით თამაში უდაოდ შეგვიძლია.. ამ შემთხვევაში შემდეგი ტრიოდან: კუადრადო, ალექს სანდრო და კანსელუ – რომელიღაცას სკამზე ყოფნა მოუწევს.. თუ ორი ცენტრალური დამცველით ვიქნებით, მაშინ სამივე განაპირა მოთამაშეეს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

ფეხბურთი ბრწყინვალე სპორტია.. შესაძლოა შენ ბევრი გოლი ვერ გაიტანო, მაგრამ როდესაც დაცვა იდეალურად ირჯება და კარს მშრალად ინახავს, ამის ყურება ასევე სასიამოვნოა.

ფროსინონე და ბოლონია ჩვენს წინააღმდეგ წლის მატჩს ჩაატარებენ.. კონცენტრირება ასეთი დონის მატჩებში ფუნდამეტურია, რადგან ვალენსიასთან გამარჯვების შემდეგ შესაძლოა საკუთარ თავში რწმენან ზედმეტად აგვაფრინოს ღრუბლებში.. პერინი? მატეა ბოლონიას წინააღმდეგ იასპარეზებს.

დუგლას კოშტამ უკვე მიიღო სასჯელი და ამის საზღაურიც გადაიხადა. ახლა იგი ტრავმირებულია და უმჯობესი იქნება ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ”.

43 thoughts on “მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

  1. მძიმედ გამოიყურება იუვე ალეგრის ხელში ცოტა წელსაც, და ცოტა გაბედულება წელსაც აკლია, ბერნა ნახევარცველად არ უნდა შემოეყვანა და გამოვიდა ისე რომ თავის ადგილზე არც ბერნა იყო და არც დიბალა, შესაბამისად ხარისხიც კლებულობს…

    მაგრამ შედეგი არის და მთავრი წლის მეორე ნახევარია და დროც ბევრია უფრო მოქნილი რომ გახადოს გუნდი…
    :forza: :forza: :forza:

  2. სირცხვილია რაა 30ლიმონად 10 ფროსინონეს იყიდი იუვე კი ერთ ფეხბურთელს აძლევს და ჭ კლასის გუნდს ვერ უგებენ, რავაც შესაცვლელია თორე ასე ვერ გავფრინდებით

          1. მოუმატებენ თუ დაჭირდათ, 3 დღეში თამაში აქვ კიდევ, მერე შაბათს და მერე კიდევ სამშაბათს ამიტომ არ უტევენ მაქსიმალური სიჩქარით

  3. მილანის თამაშს ვუყურე და რაც მოემატათ ერთადერთი ჟილკაა … ოთხეულში შეიძლება მოხვდნენ … წელს დიდ კონკურენციას ველოდი უფრო მაგრამ ნაპოლი რა ისევ ,

  4. ეს სასტავი მომწონს 4-3-3 არ ვგულისხმობ მეკარეს და მარჯვენა მცველს, განსაკუტრებით ეს ნახევარდაცვა, ბურთის ფლობაზე აქცენტირებული…
    :forza: :forza: :forza:

  5. 1-2 წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა რო ევროპაში იუვეს ეყოლებოდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი? წინა წელზე ადვილად ვიგებთ წელს სკუდეტოს რაც არ მსიამოვნებს მაგრამ რეალობაა.

  6. მე მირჩევნია იუვეში იგუაინი გულით ვიდრე რონალდუ ფულით რომ თამაშობდეს,რათქმაუნდა ყველას თავისი აზრი აქვს

  7. არავის შეუდარებია იგუაინი რონალდუსთვის უბრალოდ რონალდუ იმის ნახევარს ვერ იზამს რასაც რეალში შვებოდა, იგუაინი კი იუვეს ბოლო 2 წლის ბომბარდირია რომელმა გაიტანა მაგაზე მეტი გოლი დიბალამ თუ მანჯუკიჩმა? წავიდა ეხლა მილანში და იგივეს აკეთებს იქაც გააქვს და კიდევ ბევრს გაიტანს, უბრალოდ ფეხბურთელის დაუფასებლობა ცუდია, აგერ არის რონალდუ ბატონო და წლის ბოლოს დავითვალოთ გოლები,
    არ გეწყინოთ მაგრამ სერია ა-ში რონალდუ 36 გოლს ვერ გაიტანს სეზონში

  8. წელს იგუ ფიზიკურად ისეთ ფორმაში არის რო ძალიან კარგ სეზონს ჩაატარებს, აღარაა ის ღიპუცა. ნუ მილანი და ის ძარღვებიანი კუნძი არვიცი რასიზამს

  9. დი ფრანჩესკოსი ის არ მევასება, რო კონტესი არ იყოს ეგეც ფეხბურთელებს აბრალებს ყოველთვის წაგებას. რეები იბაზრა ტიპმა მატჩის მერე. კიდიათ რომას იგროკებსო და არ ინდომებენო, მაგიტომ ვაგებთო. ეგეთი ფილოსოფიის ტრენერს ვერ ექნება პროგრესი

  10. აა ბატონო მსუქანა ,ღიპუცა იგუაინი რომელსაც ყველა აგინებდა ყოველ თამაშში გოლი გააქვს , ბევრს გაუხარდა რომ გაუშვეს და ტრამპაცუმპა პენალდო მოიყვანეს, აგერ ნახავთ სერია ა-ში ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს და მერე იქნებ მიხვდეთ ღიპუცას ფასი,. Forza juve :forza:

  11. 4-2-3-1 მომენატრა, უფრო ზუსტად დიბალა მომენატრა :cry: მაგრამ თავის მხრივ 4-3-3-ით ბევრად უკეთესია ალეგრის იუვე. პაულო საუკეთესოდ მიმაჩნია თავის პოზიციაზე (მეორე შემტევად). პრობლემა ისაა, რომ მაგ პოზიციის ეპოქა აღარაა

  12. პარმა-კალიარი ბრძოლა სკუდეტოსთვის. კარგით რა იუვეს არ აჩვენებთ და პარმა კალიარის მაყურებინეს ამ უცენზურებმა. კოშტას გაძევება რომარა დღეს საინტერესო იქნებოდა დიბალა ბერნა კოშტა რონის ერთად ხილვა და პერინი კარში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.