ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი შეგირდებს აქებს და მატჩზე საუბრობს

კმაყოფილი ჩანდა მატჩისშემდგომ შეშლილი მაქსი, რომლის გუნდმაც სერია ა-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა:

“ფროსინონე რომ ასეთ სტილში დაგვიპირისპირდებოდი უდაოდ მოველოდით.. ყველაფერთან ერთად იმ ფაქტმაც იმოქმედა, რომ ვალენსიასთან 70 წუთი 10 კაცით ვითამაშეთ, რაც მერწმუნეთ დიდ ენერგიას მოითხოვდა.

ასეთ მატჩებში, აუცილებელი არის მოთმინება და ბურთი კარს აუცილებლად მოძებნიდა.. მითუმეტეს მეტოქე მეორე ნახევარში უკვე გადაიღალა თავისუფალი ზონების ამოკეტვით და შეცდომების დაშვებას უმატა, რითაც ჩემმა შეგირდებმა კარგად ისარგებლეს..

მატუიდი? ამ შეხვედრაში პიანიჩი ოდნავ მაღლა დავაყენე და კუადრადოსაც მივეცი საშუალება შეტევაში თამამად წასულიყო.. ემრე ჯანი კი უშუალოდ დაცვით მანევრირებებში მონაწილეობდა..

დიბალა? მისთვის ახლა მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ითამაშოს და ფორმაში მალე შევიდეს.. ამ საღამოს პაულომ ნაყოფიერად იასპარეზა.. ზონებს შორის მოქმედებები და ფლანგიდან-ფლანგზე გადასვლები არგენტინელის მონაწილეობით გუნდისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. მეორეს მხრივ ფიტნესის მონაცემები გასაუმჯობესებელია, რაც ეტაპობრივად მოვა..

დიბალას სანერვიულო არაფერი აქვს.. იგი გამორჩეულია, თუმცა საწვრთნელ სესიაზე თითოეული ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და აჩვენოს რომ მართლაც საუკეთესოა. თუ შენ გონება ოდნავ მაინც გაქვს სხვა თემით დაკავებული, მაშინ ბურთს სხვა უფრო სწრაფად მიიღებს და შესაბამისად შეტევასაც შენს ნაცვლად განავითარებს.

მანჯუკიჩი ყოველთვის არის 100%-ით მზად, მაგრამ დღეს მცირედით გადაღლილობა ეტყობოდა, რაც ბუნებრივია ვალენსიასთან მატჩის გამოძახილია..

აქამდეც ვიძახდი, რომ რონალდუს გოლები დროის საკითხი იყო.. დღეს, გატანილ გოლთან ერთად აღსანიშნავია მისი მუშაობა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.. შეიძლება ზოგჯერ ყველაფერი არ გამოგდიოდეს, მაგრამ ფეხბურთელები საქმეში რჩებიან და შეცდომის გამოსწორებას მომდევნო შეტევაში ცდილობენ და ეს მნიშვნელოვანი ასპექტია.. კმაყოფილი ვარ პორტუგალიელის დღევანდელი გარჯით, ისევე როგორც ბერნარდესკის..

ფედერიკომ გასულ სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად მოუმატა თითოეულ კომპონენტში.. მისი ფიზიკური კონდიციები, მოედანზე გადაადგილება და პარტნიორებისადმი დახმარება აპლოდისმენტებს იმსახურებს! მსგავსად რუგანისა რომელმაც თავი ასევე საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dato777
5 years ago

მცირე ხნიანი ჩამორჩენაა თორე დარწმუნებული ვარ სულ მალე იტალიური კლუბები ისევ დომინანტები გახდებიან, ამჟამად მხოლოდ იუვე დომინირებს მაგრამ მალე სხვა კლუბებიც წამოვლენ

poti
5 years ago

სერია ა ახლა ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია და ეს უფრო უშლის ხელს იუვეს განვითარებაში,ზოგადად ყველა დიდ ჩემპიონატს კრიზისი აქვს ახლა(სპორტული თვალსაზრისით ასე ჩანს)რარაც აკლია სერიან იმპრასტრუქტურის გარდაც,ბევრი სხვა რამე.რეალისტი მართალია არ შეიძლება იუვეს შეაკვდე და მერე ხუთი ტური აზრზე ვერ მოხვიდე

რ ე ა ლ ი ს ტ ი

მერე მხოლოდ ტაქტიკა თუნდაც ჭკვიანური ვეღარ შველის საქმეს. ახლა რომ ფრიზინონე ლევანტეს შეახვედრო დარწმუნებული ვარ წააგებს.

რ ე ა ლ ი ს ტ ი

მგონი რონალდო რეალში 9 წელი უფრო უცხოდ იყო ვიდრე იუვეში 2 თვეშია.

Vega
5 years ago

მერე კიდევ დაიწყებენ სერია ა ს შედარებებს სხვა ჩემპიონატებზე . ერთ ადგილზე დაახტნენ ყველა ჩემპიონატმა სერია ა-ს. უბრალოდ ახლა ცოტა პრობლემა აქვთ და იმედია ამას მოაგვარებენ. იტალიის ჩემპიონატი არის ჭადრაკი გონებრივი თამაში და არა კუნთებით თამაში.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Vega

ლა ლიგაში იმიტომ არის სეზონის ბოლოს დაძაბულობა რომ იმათმა იციან ვის შეაკლან თავი და ვისთან დაზოგონ.რა აზრი აქვს ახლა რეალი ბარსასთან სიცოცზლის გაწირვა როცა მათ გარდა 36 ტური გაქვს?

Vega
5 years ago

სწორედ ესაა სერია ას ხიბლი. ყველა კლუბი გიწევს ანგარიშს და არ გაძლევს მოსვენებას. ფროზინონე ლა ლიგის ბევრ კლუბებზე ბევრად წინააა ტაქტიკურად განსწავლული.

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x