ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი:”ჩვენ ვისაუბრეთ სუპერლიგაზე, რომელიც მალე რეალობად იქცევა”

დღეს, მადრიდში მსოფლიო ფეხბურთის სამიტზე, ანდრეა ანიელი საზოგადოების წინაშე როგორც ევროპული კლუბების ასოციაციის მმართველი პირის სტატუსით წარსდგა:

“დიახ, არავისთვის არის დასამალი რომ უეფასთან კიდევ ერთი ტურნირის ჩატარებაზე ვმუშაობთ, რომელსაც მიმდინარე კალენდარული ციკლის პარალელურად გაიმართება. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან, ვმუშაობთ ასევე ევროპა ლიგის კვოტის დაწევაზე.. ამ ეტაპზე ტურნირში მონაწილეობას 48 გუნდი ღებულობს და ჩვენი მიზანია ეს ციფრი 32-მდე შემცირდეს..

ყველაფერი კარგად უნდა ავწონ დავწონოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორი გვინდა რომ იყოს ფეხბურთი მომავალში.. 70-80 წლებში, თასების მფლობელთა თასის ტუნირზე იმარჯვებდნენ ისეთი კლუბები როგორებიც არიან აიაქსი, ბენფიკა და ასე შემდეგ.. ახლა ასეთ გუნდებს იშვიათად თუ შევხვდებით..

ფეხბურთი გიჟური სისწრაფით ვითარდებოდა.. თუმცა, ფინანსური თვალსაზრისით ევროპის 12 კლუბი ინაწილებს იმ სიმდიდრეს რაც სპორტის ნომერ პირველ სახეობაში ტრიალებს.. ტრანსლაციების უფლება უდაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ იგი ხომ რამდენიმე კლუბის ინტერესებს უფრო ითვალისწინებს?!

ვიცი, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი მაქსიმუმს აკეთებს რათა რამდენიმე ტურის მატჩი შეერთებულ შტატებში გაიმართოს.. ასეთი ფაქტები არაერთია.. მაგალითად ნბა.. ეს არის შესანიშნავი მოდული, რომელიც კარგად უნდა იქნას შესწავლილი და ათვისებული.. ჩვენი მიზანი აუდიტორიის გაზრდაა და სწორედ ამიტომაც დავდივართ ზაფხულობით შტატებში და არამარტო..

სუპერლიგაზე ვისაუბრეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. ტრანსნაციონალურ გათამაშებაზე ბევრს ვფიქრობთ, რადგან ყველანი კარგად ვხვდებით ხსენებულ ტურნირზე სატელევიზიო უფლებების ფასი რაოდენ მაღალი იქნება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve-10
5 years ago

ალეგრი დასაფასებელია ოფში შოტში. კონტეს მერე განავითარა გუნდი და რაღაც ახალი შემატა, ისევე როგორც კონტემ შეასრულა დიდი როლი თავის დროზე, მაგრამ დღეს უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რო რაღაც თავისივე მოგონილ სქემებში იხლართება რაა. ვითომ სულ რაღაც ახალს ეძებს, მაგრამ მაინც არაფერი საინტერესო არ გამოსდის) ამის მაგალითია წინა სეზონი, რომელიც ჩემი აზრით კატასტროფა იყო თამაშის ხარისხით. რომ არა რეალთან კინაღამ ქამბექი, 1 თამაშს ვერ გავიხსენებ, სადაც თვითონაც არ იწვალა და გუნდიც არ აწვალა. და კიდევ ის ფაქტი უნდა ვაღიაროთ, რო ეს 7 სკუდეტო ფაქტიურად კონკურენტის გარეშე მოვიგეთ კონტეს და მითუმეტეს ალეგრის დროს! შარშან ბოლოს რო არ ჩაფლავებულიყო ნაპოლი, მაგასაც ვერ მოვიგებდით… Read more »

poti
5 years ago

მანჯუკიჩის მარცხენა ფლანგელად ტანჯვით რომ აგრფთოვანებას ვერ მალავს იმათი საფეხბურთო გემოვნება განსხვავებულია და ამითომ ვერ ვთამხვდები ალბათ

poti
5 years ago

რაიკაარდის ბარსა ყველას გახსოვთ,სადაა ახლა რაიკაარდი?!ენრიკეს ბარსა ?ემერი რატომ გაუშვეს პესეჟედან თითქმის ყველაფერი მოიგო,ბლანის პესეჟეც ყველაფერს იგებდა ,იუვეს წარმატება ვისაც ალეგრის დამსახურება გონია იმას ვერ ვეკამათები ნამდვილად(თუმცა მისი დამსახურებაც არის და ვერავინ იტყვის რომ ცუდი სპეციალისტია)მაგრამ გადამეტებულია მისი შეფასება,ყველა პირობააქვს იმ შედეგის მისაღწევად რასაც აღწევს და არანაირად არცეთ ასპექტში არ ჩანს რომ ის გენიოსია.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რა სტილი აქვს ალეგრის ვინმემ იცის?

Vega
5 years ago

რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

შრომა ხდის ადამიანს როგორც ინდივიდს. სკოლაში ბევრი დადის მაგრამ 2X2 არ იციან და ეს იმას არ ნიშნავს ბავშვი უნიჭოა. აინშტაინის მასწავლებელმა დაიბარა მისი მშობლები და ურჩია მათ რომ მათი შვილი სადმე ფერმერზე ჩაებარებინათ რადგან მისგან არაფერი გამოვიდოდა … ჰოდა რაც აინშტაინისგან გამოვიდა ისეთი ყოფილიყოს ჩვენი შვილები.

მოკლედ მასწავლებელი და სკოლა კი არა შრომააა ყველაფერი და თუ არ იშრომებ არაფერიც გამოვა შენგან. ასეა დასაბამიდან რაც ადამი გაიძევა სამოთხიდან . თუმცა უსაქმურად არც სამოთხეში ზიან ეს ცნობისთვის.

არკად დელ პიერო
Reply to  Vega

მანდ ჩემი აზრით სამივე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია… თუ ნიჭი გაქვს და არ იშრომებ ნიჭი დარჩება ნიჭად და ის ვეერ განვითარდება… თუ ნიჭი გაქვს და იშრომებ მაგრამ იგულდიდებ რომ მე ნიჭიერი ვარ ვშრომობ და არავინ მჭირდებაო მაინც არ გექნება დიდი შედეგი იმიტომ რომ ნებისმიერ საქმეს სჭირდება გამოცდილი კარგი ტრენერი რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს შენს ნიჭს და გაწეული შრომა უფრო შედეგიანი და წარმატებული იქნება იმიტომ რომ შენ სწორი მიმართულებით იშრომე და შენი ნიჭი უფრო კარგად განვითარდა ვიდრე ეს ხდებოდა აქამდე… არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი გენიოსი რომელსაც მის დროზე ვიღაცამ სწორი გზა არ უჩვენა და არ უთხრა ასე და ასე უნდა განვითარდეო…

Vega
5 years ago

ძალიან ბევრი გენიოსი ვიცი რომლებმაც მარტოკა გაიარეს და შექმნეს ეპოქა. ადამიანი თვითონ ირჩევს ყველაფერს ასევე მასწავლებელსაც, და იმას იღებს რაც უნდა. მასწავლებელი ბევრ შემთხვევაში შემცდარა თუნდაც აინშტაინთან , ამის ბევრი სტატისტიკა არსებობს, მასწავლებელმა შეიძლება წერა კითხვა გასწავლოს მაგრამ მთავარი გზა შენ გაქვს გასავლელი და ამას როგორ გაივლი შენზეა დამოკიდებული. ადამიანი არის ინდივიდი და ამ ინდივიდის გამო მოხდა ადამის შეცდენა. რომ დაემტკიცებინა მისი ინდივიდუალურობა. არავის შეუძლია ადამიანში ამ გაღვიძება თუ თვითონ არ მოინდომა. რამდენი ხანი აცდიდა უფალი ადამს რომ თავისი ინდივიდუალურობა დაემტკიცებინა.

Vega
5 years ago
Reply to  Vega

და ახლა დამტკიცდება ალეგრის სამართლიანობაც რამდენად მართალი იყო მარკიზასთან. ახლა იგივე გაუკეთოს ცხენდოს რასაც უკეთებდა მარკიზას ყვავივით რო დასჩხავოდა და ფსიქოლოგიურად დ… რო უტირა ტრამვა გაქვსო, რითი ვერ მორჩა მაგის ტრამვა? ახლა ხედირასაც ტრამვა აქვს და არ ათამაშოს ამის გამო? ახლა არ მოჰყვეთ რაღაცეებს ალეგრის გასაპრავებლად.

5 years ago
Reply to  Vega

აინშტაინზე ჭორია, ვიღაცამ მოიგონა ეგ ისტორია, თორე კარგად სწავლობდა სკოლაში :) სავარაუდოდ, ადამზეც მოგონილია :)))))
ხუმრობის გარეშე, შეუძლებელია გუნდი იყოს წარმატებული და ფეხბურთელები იზრდებოდნენ, თუ ძლიერი მწვრთნელი არაა სათავეში. ფიზიკის და ლოგიკის კანონებს ეწინააღმდეგება ეგ. :))

Dato777
5 years ago

კარგი რაც ხდება გუნდში არაფერი არაა ალეგრის დამსახურება!!! ცუდი რაც მომხდარა და მომავალში მოხდება ცალსახად ალეგრის დამსახურებაა.

Vega
5 years ago

ბერნა ძალიან გავს რონის შრომაში და ღმერთმა ქნას რონის გზას რომ გაჰყვეს მაგრამ ალეგრის ნუ მიაწერთ ამას. ალეგრის გაზრდილი მე ვიცი *ლენდირა კი ბატონო :lool: :lool: :lool: :lool:

ანიელი გიჯობს უეფას მიაწვე და გაასაჩივრო რონის წითელი ბარათი. ეს თუ ყლაპე …

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Vega

მოიცა თუ ყველას შეგვიძლია ჩვენი შრომითვე დამოუკიდებლად მივაღწიოთ რამეს მაშინ რისთვისღა დავდივართ სკოლაში და მერე უნივერსიტეტში? რისთვის ვიხდით ფულებს თუ სახლში ჯდომით და შრომით შეგვიძლია მივიღოთ ისეთივე განათლება?

giorgi nefaridz
5 years ago

ალეგრიმ კოშტა განავითარა ტიპი რომელიც იუვემდე დაფრინავდა და ბერნას ვერ გაზრდიდა??? შესაძლოა არ მოგწონდეს მაგრამ შრომა არ უნდა დაუკარგო ადამიანს, ძალიან მაგრად იცის მაქსმა ფეხბურთელის განვითარება რა თქმა უნდა ვინც უჯერებს

რ ე ა ლ ი ს ტ ი

დიბალას ერთ ადგილზე მუქსაობა მისივე ბრალია იმიტომ რომ ნალებს მუსაობს ტავის თავზე და მეტს ფიქრობს ქალებზე. არადა რა სქემა და ტაქტიკა არ მოიფიქრა მაქსმა მისი განვიტარებისთვის მაგრამ ვერა და ვერ წავიდა წინ,ახლა საერთოდ რონალდოს ჩრდილში მოექცა

poti
5 years ago

ისე კარგია ავტორიზაცია ეთიკის ფარგლებშია ყველაფერი და სასიამოვნოა

poti
5 years ago

მაგ ლოგიკით დიბალა სუპერ დონეზე უნდა იყოს წესით,ასე რომ ბერნას პროგრესი ცალდახად ალეგრის დამსახურება არანაირად არაა.თუმცა ალეგრის ვინც აფასებთ მე საწინააღმდეგო არაფელი მაქვს,უბრალოდ ჩემს შეხედულებწბთან არაა ახლოს და იუვე მეტს იმდახურებს.იყვესთვისაც კი მოსაწყენია მისი სტილი

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  poti

აბა მანჩესტერმა რაღა უნდა თქვას :)

poti
5 years ago

რეალისტი დემაგოგობაში დებ სხვებს ბრალს და შენი ეს კომენტარი რა არის აბა?

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  poti

სანამ დემაგოგიას დამწამებ მოდი ფაქტებით ვისაუბროთ. შენც ხედავ და აღიარებ მგონი ბერნას წინსვლას და ვისი დამსახურებაა ეს? ნუთუ მხოლოდ მისი შრომის? ყველა რონალდო ვერაა მხოლოდ მისი შრომით მიაღწიოს წარმატებას

რ ე ა ლ ი ს ტ ი

სუპერლიგა არ ვიცი არ მაქვს ამაზე ჩემი აზრი მაგრამ ზოგი ალეგრიზე რომ წერდით მისი განვიტარებული ფეხბურთელი მე არ მინახიაო აბა ბერნა ვინ განავიტარა და აიყვანა ამ დონეზე? ის ბერნა რომლისაც მე არ მჯეროდა შარშან და საბედნიეროდ შევცდი.

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x