ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი:”რონალდუ? ჩემთვის იგი ნომერ პირველია”

ფედერიკო ბერნარდესკიმ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში ალეგრიმ იგი მოედანზე შეუშვა და არც შემცადარა:

ვალენსიასთან და ახლა უკვე ფროსინონესთან საკმაოდ კარგად იასპარეზე.. რა არის ამ ყველაფრის საიდუმლო?

“მუხლჩაუხრელი შრომა და სწრაფვა წარმატებისკენ.. საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა, რადგან მეტოქე თავისუფალ სივრცეს ფაქტიურად არ გვიტოვებდა.. თუმცა, ჩვენმა სურვილმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.. ახლა მნიშვნელოვანია ეს სვლა შევინარჩუნოთ..”

როგორც ჩანს შენ რონალდუს მიმართ განსაკუთრებული საფეხბურთო სიმპატია გაგაჩნია..

“არავისთვის არის სიახლე, რომ პირადად ჩემთვის კრიშტიანო ნომერ პირველია.. იგი განსაკუთრებული პროფესიონალი და შესანიშნავი პიროვნებაა! პორტუგალიელმა გუნდს საოცარი თვისებები შემატა, რაც როგორც ხედავთ პოზიტიურად წაგვადგა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x