ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი:”საოცრად ძლიერი გუნდი გვყავს”

კიელინი გასულ მატჩზე საუბრობს:

“მთელი თამაშის განმავლობაში უსაზღვროდ კონცენტრირებულნი ვიყავით. ასეთი დონის მატჩები ყოველთვის რთულია.. მეტოქე თავს დიდი ძალებით იცავს და შედეგად, ბევრ უაზრო შეცდომას უშვებ.. მეორეს მხრივ თუ ჩვენს საშემსრულებლო დონეს შევხედავთ, საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო რომ 90 წუთში გოლს ვერ გავიტანდით..

რონალდუსგან სხვა არც არფერს ველოდით.. მისი გოლები ჩვენთვის ყველაზე ნაკლები პრობლემაა. დიახ, მას ვალენსიასთან შეხვედრაში წითელი ბარათის გამო არ გაუმართლა, მაგრამ ამ მატჩში სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი..

ბერნარდესკის პროგრესირებით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ.. მას ყველაფერი აქვს, რომ იუვენტუსი წამყვანი ფიგურა გახდეს. ვფიქრობდი, რომ დიბალა საკვანძო მოთამაშე იქნებოდა.. ამ შეხვედრაში არგენტინელმა არაერთი საჯარიმო დარტყმის შესრულება და სტანდარტი მოუპოვა გუნდს.. თუ იგი ასე განაგრძობს შარშანდელზე უკეთესი სეზონი გამოუვა..

ჩემს კარიერაში საკმაოდ ბევრი, გამორჩეული დონის მასწავლებელი ფიქსირდება.. კანავარო, დელ პიერო, ბუფონი, პირლო.. საწვრთნელ სესიაზე თითოეული ბოლომდე იხარჯებოდა და ცდილობდა უფრო მეტისთვის მიეღწია.. ბუნებრივია როდესაც მათ უყურებ, თავადაც სრულყოფილებისკენ იწყებ სწრაფვას.

დაცვის ხაზში მხვდა წილად ბედნიერება ისეთ დიდ ფიგურებთან ერთად მეთამაშა, როგორებიც არიან ტურამი და კანავარო.. ტელევიზორში ვხედავდი ფერარას და მონტეროს ასპარეზობას.. უფრო ადრეულ პერიოდს რომ შევხედოთ მაშინ ჯენტილე და შირეა.. ფეხბურთმა ევოლუცია განიცადა და მისი წარსულ პერიოდთან შედარება უადგილოა. ერთადერთი უბრალოდ მსურს აღვნიშნო, რომ უკანასკნელი რვა წლიანი პერიოდის მანძილზე, სწორედ ახლა გვყავს საოცრად ძლიერი კლუბი”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
User234
5 years ago

ყველა იუვეს ერთგული ფეხბურთელი დასაფასებელია, მაგრამ ‘შეცდომა არავისგან არ გამისწორდება’ ვინც არ უნდა იყოს :chuk: ეგ იმას არ ნიშნავს რომ არაადეკვატურად და უაზროდ აგინო ფეხბურთელს, მაგრამ ყურადღება ყველას მართებს მოედანზე

Vega
5 years ago

კიელო არის იუვეს გული და სული. და მის შეცდომებზე საუბარი არის გონება სუსტი ადამიანის ხვედრი. რაც არ უნდა გააკეთოს კიელო კიელო იქნება და სიბერის ჟამს მისი დაყვედრება არის სი*ვერე.

giorgi nefaridz
5 years ago

ჯორჯოიუვეს გულია

Dato777
5 years ago

კურნუსა მაგარი კაცია

poti
5 years ago

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იგროკია

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ცხვირა შე მგელო. კარგი როცა უაზრო შეცდომებს არ უშვებ.

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x