ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წისანამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“ნუ დაგავიწყდებათ, რომ კრიშტიანო რონალდუ იანგ ბოიზთან შეხვედრაში არ იასპარეზებს. ეს სეზონის სტარტია და იგი მშვენიერ ფორმაში იმყოფება, შესაბამისად იგი აუცილებლად იასპარეზებს.

დიბალა? ფროსინონესთან შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. მესმის, რომ თქვენ ჟურნალისტები მის კარგ და ცუდ ასპარეზობას გატანილი გოლით აფასებთ, თუმცა არგენტინელის მოქმედებები ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იყო. მისთვის ახლა სათამაშო პრაქტიკა ძალზედ მნიშვნელოვანია.

კარში პერინი იდგება.. კიელინი დაისვენებს, ხოლო ალექს სანდროს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.. თუ ბრაზილიელი არ იქნება, მარჯვნივ კუადრადოს ვიხილავთ, ხოლო მარცხნივ კანსელუს.. ან ბერნარდესკის.. ანდრეა ბარძალიმ ტრავმა სრულად მოიშუშა და მზად არის პირველივე წუთებიდან გამოჩნდეს მინდორზე.

სპინაცოლა? ძალიან კარგი შენაძენია და ეტაპობრივად მოვახდენთ შემადგენლობაში მის ინტეგრირებას.

ბენტანკურს ძალიან კარგი შანსი ექნება მოედანზე გამოვიდეს.. სხვა ნახევარმცველებზე დაფიქრება მართებს.. მატუიდი შემადგენლობაში დაბრუნდება და ამას ახლავე გიდასტურებთ! ბენტანკურს რაც შეეხება, მან რთულ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. თუმცა, გადამწყვეტ ეპიზოდებში მეტი ცივ-სისხლიანობა მართებს..

ბერნარდესკის ერთხელ უკვე ნათამაშები აქვს მეცალას პოზიციაზე.. ვალენსიასთან შეხვედრაში იგი ნაყოფიერი იყო როგორც შეტევაში ასევე დაცვაში.. მან მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა.. აქ მოსვლის წამიდან მიხვდა, რომ დიდ გუნდში შესაბამისი მიდგომაა საჭირო.

იუვენტუსმა გამარჯვებების გზა უნდა განაგრძოს.. იქნება ფროსინონეს მსგავსი ჩაკეტილი მატჩები, ასევე უფრო გახსნილი.. არის რეალური შანსი, რომ ახლა ადრიანი გოლი გავიტანოთ და შეხვედრა განსხვავებული მიმართულებით წარიმართოს.

ისევ და ისევ ფროსინონესთან შეხვედრას თუ გავიხსენებთ, ვნახავთ რომ მეტოქე სულ უფრო და უფრო სიღრმეში იწევდა. მეორე ტაიმში განსაკუთრებულად კარგად ვმოქმედებდით, როდესაც ფეხბურთელები უფრო ჭკვიანურად აკონტროლებდნენ ბურთს და ჰქმნიდნენ ეპიზოდებს.

ბოლონიასთან სამი ქულა აუცილებლად უნდა ავიღოთ, რადგან ნაპოლისთან შეხვედრამდე გვქონდეს რაც შეიძლება მეტი ქულა სხვაობა.. მეტოქემ იცის თუ როგორ იასპარეზოს დიდი პრობლემების ქვეშ.. ამ მხრივ ინძაგი აპლოდისმენტებს იმსახურებს, მაგრამ მასთან დიდი პატივისცემის და მიუხედავად ჩვენ ვალდებულები ვართ ისინი დავამარცხოთ.

მესიმ წლის საუკეთესო სპეციალისტებს შორის შემიყვანა? არ ვიცოდი და ეს ინფორმაცია თქვენგან მოვისმინე.. დიდი მადლობა! დეშამმა დამსახურებულად მოიგო ეს პრიზი, რადგან მან გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახადა.

ორი წითელი ბარათი ზედიზედ? ეს არ ნიშნავს რომ ყოველ კვირას წითელ ბარათებს მივიღებთ.. ვალენსიასთან შეხვედრაში რაც მოხდა ყველამ კარგად ნახეთ.. ხოლო დუგლასმა დამსახურებული 4 წითელი ბარათი მიიღო..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x