უეფამ რონალდუს საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა
უეფამ რონალდუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო:
კრიშტიანო რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს. სწორედ ასე გამოიყურება ვერდიქტი, რომელიც უეფამ გამოიტანა პორტუგალიელის საქმეზე..
ვალენსიასთან შეხვედრაში, გაუგებარი მიზეზის გამო მოედნიდან გაძევებულ შემტევს ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, თუმცა დღეს უეფამ მსაჯის გადაწყვეტილება შეცვალა და შედეგად იგი მხოლოდ იან ბოიზთან შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო იუნაიტედთან დაპირისპირებაში საკუთარ გუნდს დაეხმარება.