ტუტოსპორტის შეფასებები
გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:
პერინი – 6.5 – მისი პირველი ოფიციალური მატჩი იუვეს მაისურით. საიმედოა, თუმცა ობიექტურობისთვის აღვნიშნოთ, რომ მეტოქეს დიდი თავისტკივილი მისთვის და იუვესთვის არ გაუჩენია.
ბარძალი – 7 – მისთვისაც დაიწყო ახალი სეზონი და კაპიტანი საიმედოა დაცვით მოქმედებებში. თითქმის ყველა ორთაბრძოლაში გამარჯვებული რჩება და გუნდს უკანა ხაზში სიმშვიდის განცდას ანიჭებს.
ბონუჩი – 6.5 – იხსენებს ძირძველ მოდულს, სადაც მას შეტევების დაწყებაც კი ევალებოდა. საიმედოა და ზუსტი.
ბენატია – 6.5 – უშეცდომოა ასპარეზობა როგორც პოზიციურად, ასევე ორთაბრძოლებში.. 7 მოგერიებული ბურთი მისი შესრულებით.
კუადრადო – 6.5 – ამ შეხვედრაში უფრო მეტად გუნდისთვის კომბინირებდა ვიდრე ინდივიდუალურად მოქმედებდა..
ბენტანკური – 6.5 – პროგრესირებს.. ეფექტურია დაცვით ასპექტშიც და შეტევის წამოწყების კუთხითაც.
პიანიჩი – 7 – კონცენტრირებულია მთელი მატჩის განმავლობაში, ერთადერთი გამონაკლისი კრეჩიჩის ეპიზოდი იყო..
მატუიდი – 7 – თუ თქვენ მინდორზე დახმარება დაგჭირდებათ, მაშინ ბლეზი მზად არის დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.. უამრავი ჩაჭრა, ართმევა და შეტევის წამოწყებაც კი.. ეხმარება დიბალას და თავადაც იტანს მორიგ გოლს.
კანსელუ – 7.5 – მორიგი დიდი მატჩი ჟოაოს მონაწილეობით.. საგულისხმოა რომ შესანიშნავ შემტევ მანევრირებებს, პორტუგალიელი დაცვაში საიმედო თამაშსაც უმატებს.
დიბალა – 8 – ბოლონიადან-ბოლონიამდე, მის სახეზე ისევ ვხედავთ გამოსახულ ნიღაბს.. 144 დღე ამ მატჩებს შორის.. არგენტინელი როგორც ნამდვილი და ღირსეული წევრი ისე ბრუნდება მოედანზე.. მაქსიმალურად ცდილობს რონალდუსთვის კომფორტული გარემოს შექმნას..
რონალდუ – 7 – მატუიდიზე გაკეთებული საგოლე გადაცემა, მისთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია, რადგან ამ საღამოს მას კვლავ არ გაუმართლა.. რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა სადაც მეკარე საიმედოდ გაისარჯა..
ალეგრი – 7 – ყურადღებიანი და ცივ-სისხლიანი იუვენტუსი, რომელიც მზად არის ნაპოლისთვის.
კაპელოს დდშ…. მე
რა გამახსენეთ 
კაპელოს გინებით არ დავიღელბი არასდროს!!! მაგან გააფუჭა 2005-06-ის იუვე. ეგეთი სასატვით ერთხელ, რომ ვერ დადებ ლიგას და საერთოდ 1/4 ფინალს, რომ ვერ გაცდები დასახვრეტი ხარ პირდაპირ. თან სვარკა იუვეს შესრულებით მაშინ გენახათ. ტიპს ძირითადის 11-და 10 იმენნა ზვევდა ყავდა და ვერაფერი ვერ ქნა. ასე, რომ ალეგერი და კონტე კიარა, კაპელოს ყველაფერი მო……..ან რაც გააჩნია!!!!
შემადგენლობა შევადარე და არა სტილი,შარშან იუვემ საზიზღარი სტილით ითამაშა და წელს ძალიან ადრეა შეფასება,ვისურვე რომ ისე ითამაშოს როგორც გუშინ პირველი ტაიმი.
გილოცავთ ყველას მორიგ გამარჯვებას
ასეთი გუნდით ლამაზად როგორ ვერ უნდა ითამაშო ვერ ვხვდები.2005-2006 წლის დონის გუნდი გვყავს.ხედირას გარეშე კი გუნდი ბევრად სასიამოვნო სანახავია
2005-ში და 2006-ში იუვე ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა? ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში 1-0 ითამაშა. ან ამ იუვეს რას უწუნებთ? მაგარ ფეხბურთს აჩვენებს გუნდი
კანსელომ თუ ასე გააგრძელა კოშტას და ბერნას უძილო ღამეები ელით