ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

ტრადიციულად საინტერესო გამოდგა მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია:

“ვიცი რომ თავდაპირველი კითხვები შემადგენლობასთან დაკავშირებული იქნება და პირდაპირ გეტყვით, ჯერჯერობით ტაქტიკურ მოდელზე ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ.. ეს საკითხი უფრო ხვალ დილით გამართული საწვრთნელი სესიის შემდეგ გაირკვევა..

ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ იასპარეზებენ კიელინი, ბონუჩი, ალექს სანდრო, პიანიჩი და მატუიდი.. და კიდევ რონალდუ.. დანარჩენს უკვე უშუალოდ ხვალ შეიტყობთ..

ნაპოლი ანჩელოტის მისვლის შემდეგ უდაოდ სხვა საფეხურზეა ასული. გუნდი მის ხელში მეტად სტაბილური და მობილური გახდა. რაც მთავარია კარლოს აქვს უდიდესი გამოცდილება, რომელიც ჩემი აზრით ნეაპოლიტანელებს შორეულ დისტანციაზე დიდ დახმარებას გაუწევს.

ორი აზრი არაა რომ ჩვენ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება გველოდება.. მსურს ტიფოზერიას მოვუწოდო რომ ხვალ აქტიურად დაგვიჭირონ მხარი, რადგან მათი გულშემატკივრობა შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.. ჩვენ რევანში გვაქვს ასაღები შარშანდელი მარცხის შემდეგ..

სკუდეტო? მეცინება როდესაც ამ თემაზე საუბრობენ ასე ადრიანად.. შეხედეთ რა მოხდა გუშინ ესპანეთში.. ბარსელონამაც და რეალმაც საკუთარი მატჩები დათმეს შედარებით ქვედა საფეხურზე მყოფ კლუბებთან.. შესაბამისად ფავორიტის სტატუსი და გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში ირიცხებიან, სრულებითაც არ ნიშნავს რომ მოგება ჯიბეში აქვს.. ამისთვის აუცილებელია კონცენტრირება და მუხლჩაუხრელი შრომა..

დანაკლისი? პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ყოველი ტურის წინ მიწევს ამა თუ იმ კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელის სკამზე დატოვება.. ეს ყოველივე გუნდში არსებული დიდი კონკურენციის დამსახურებაა. სამწუხაროა რომ ამ ეტაპზე დუგლას კოშტა, სამი ხედირა და მატია დე შილიო ტრავმირებულები არიან.. ყოველ მესამე ან მეოთხე დღეს თამაში დიდ ენერგიას მოითხოვს და როდესაც შემადგენლობაში ვარირების საშუალება გვაქვს ყველაფერი უფრო იოლი ხდება.. თუმცა, ისინი მალე დაგვიბრუნდებიან და ეს მნიშვნელოვანი სიახლეა.

არის თუ არა ნაპოლი იუვეს ანტი-იუვე? ორი აზრი არაა რომ ნეაპოლელებს ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. კარლოსთან ერთად ეს კლუბი დიდ წარმატებას მიაღწევს.. ისინი ჩვენთან მხოლოდ სამ ქულიან რადიუსში იმყოფებიან, რაც ბუნებრივია ნაპოლის ამბიციებს უფრო ზრდის. არ უნდა დავივიწყოთ ინტერიც.. ნერიაძური ეტაპობრივად იკრებს ძალებს და ვფიქრობ სპალეტი ჩაებმება სკუდეტოსთვის ბრძოლაში.. წლევანდელ სეზონში გამარჯვება უფრო რთული იქნება და აუცილებელია ყოველ მომდევნო შეხვედრას განსაკუთრებული კონცენტრირებით შევხვდეთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve-10
5 years ago

ეს ალეგრი ყველა სქემას რო ედება, რაც კი არსებობს, ერთხელ ისიც სცადოს რონალდოზე რო ითამაშოს გუნდმა) რეალში როგორც იყო დაახლოებით ეგეთი ვარიანტი. ნუ მთლად კოპიო არ გამოვა, მარა დაახლოებით რა)

Bianconeri.10
5 years ago

კამფეტივით 1.9 კუში მოგვცეს ))) რომას 1იანს 2.5 აქ და მაგრად მგონია ))

maradona73
5 years ago

რავა ხარ რეალ ისტ ? :c: :givi:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  maradona73

ვარ რა მაგარი კონიაკივით შენ რომ გიკვარს ისეთის :)

maradona73
5 years ago

კონიაკს ვერ ვქაჩავ ამ ბოლო დროს გომზე გადავედი :lool:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  maradona73

ღვინის სეზონი მოდის კაი სუფთა ღვინის.

maradona73
5 years ago

ეგ დეკემბრის ბოლოკენ, ანუ ახალ დაყენებულს ვგულისხმობ :c:

რ ე ა ლ ი ს ტ ი

რონალდო გაიტანს ხვალ და არა ერთს.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x