ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”ნაპოლი? ჩვენთვის მთავარი გამარჯვება იქნება”

ლეონარდო ბონუჩი ეთანხმება ალეგრის რომლის თვალსაზრისითაც იუვე ბოლო წლებთან შედარებით საოცრად გაძლიერდა:

წლევანდელი იუვენტუსი მეტად ცივ-სისხლიანი და კონცენტრირებულია, რაშიც მწვრთნელს 100%-ით ვეთანხმები.. განსაკუთრებით კარგად ეს ყოველივე სუსტ გუნდებთან ჩანს, რომლებიც გარკვეულ ეპიზოდებში თავისტკივილს გვძენენ.

დღეისათვის, განსაკუთრებული ფეხბურთელების და განსაკუთრებული თავკაცის დახმარებით, გუნდი გაცილებით ძლიერი გახდა. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს თუ გამოდის მოედანზე, რადგან კონკურენცია საოცრად გაიაზრდა და თითოეული მაქსიმუმს დებს მინდორზე ყოფნისთვის.

ნაპოლიმ სარის წასვლით, საოცარი სტილის ფეხბურთი დაკარგა, მაგრამ ანჩელოტის მოსვლით სტაბილურობა და ფსიქოლოგიური მდგრადობა შეიძინა. ჩვენის მხრივ ერთი შედეგის მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ეს რა თქმა უნდა გამარჯვებაა!

ველი, რომ გასულ შეხვედრებთან შედარებით ეს მეტად გახსნილი მატჩი გამოდგება, რადგან ორივე გუნდს შეტევაში დიდი დროის გატარება უყვარს. მთავარია დაცვაში უშეცდომოთ ვიმოქმედოთ და მაღლა აწეული პრესინგის დროს სიცარიელე არ დაგვრჩეს.. თავის მხრივ შეტევაში მომენტები მაქსიმალურად გამოსაყენებელია..

2016 წელს ნაპოლის მარცხენა ფეხით გავუტანე გოლი, რომელიც მერწმუნეთ რთული შესასრულებელი იყო.. იმედი მაქვს ახლაც რაღაც მსგავსი მოხდება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
5 years ago

ჩემი აზრით რაც არ უნდა მოიგონოს ანჩელოტიმ იუვე უპრობლემოდ დაამარცხებს ნაპოლის იმდენად დიდია სხვაობა კლასში.იუვე ერთად აღებულ იტალიის ჩემპიონატში მოასპარეზე ტოპ ფებურთელებისგან შემდგარ გუნდსაც ასპროცენტიანი ჯობია.ძალიან ძლიერია და უფრო ძლიერი იქნება სეზონის მეორე ნახევარში.სულ ტყუილად მიდის ლაპარაკი თითქოს იუვეს კონკურენტები ნაპოლი,რომა და ინტერია.ეგენი არიან ერთმანეთის კონკურენტები პირველი ადგილის ქვემოთ და პირველი ადგილი ვისია აბა თუ გამოიცნობთ?

aragveli
5 years ago
Reply to  jek17

100 %

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x