ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოურინიო:”პოგბა მხოლოდ ფეხბურთელია და არა კაპიტანი”

ჟოზე მოურინიო პოლ პოგბაზე საუბრობს:

“ფრანგი ისეთივე ფეხბურთელია, როგორც სხვა დანარჩენი.. არავინაა კლუბზე დიდი და ჯობია ეს ყველამ კარგად გაითავისოს.. თუ პოლი მზად იქნება, მაშინ მოედანზე ვიხილავთ, თუ არა და სათადარიგოთა სკამზე დარჩება.

მიმდინარე კვირაში მისი მუშაობით საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი დავრჩი. შესაძლოა რაღაც ზე არანორმალური საწვრთნელ სესიაზე არ უჩვენებია, მაგრამ სხვებზე მეტად მონდომებული რომ იყო ფაქტია.. შესაბამისად იგი ვესტ ჰემთან აუცილებლად იასპარეზებს.. ასე დასრულდა ეს უაზრო ისტორია!

ადამიანები რომლებსაც უნდა ცოდნოდათ მიზეზი თუ რატომ მოვხსენით კაპიტნის სამკლაური ყველაფერი დეტალურად შეიტყვეს.. მათ შორის ფეხბურთელებიც მშვენივრად მიხვდნენ საქმის ვითარებას.

ბევრს ვმსჯელობდით საწვრთნელ შტაბში და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ პოლი არის ფეხბურთელი და არა კაპიტანი. გადაწყვეტილება მიღებულია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x