ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი გუნდში მიმდინარე პროცესებზე

ფაბიო პარატიჩი პიაჩენცაში ყოფნისას RMC Sport-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

“იუვენტუსის შედეგები, მხოლოდ სატრანსფერო საქმიანობით როდი შემოიფარგლება.. წარმატებულ სვლაში წვლილი მთელ კლუბს მიუძღვნის. ჩვენ აქ უკვე შვიდი თუ რვა წელია ვიმყოფებით და წლევანდელი სეზონი საუკეთესო კუთხით დაიწყო.

ჯერჯერობით რთულია საუბარი თუ ვინ დაეუფლება სკუდეტოს, თუმცა ვგონებ კონკურენტები ისევ და ისევ ნაპოლი, რომა და ინტერი იქნებიან..

რონალდუ მხოლოდ ჩემი ინტუიციის საკითხი არ იყო.. ანალოგიური მიდგომა იყო ნედვედისგან, მაროტასგან და ანიელისგან.. ამ ტრანსფერის განხორციელება მარტივი იმიტომ გახდა, რომ პორტუგალიელი გამორჩეული დონის პროფესიონალია..

დიბალა გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.. ფეხბურთელი მხოლოდ გატანილი გოლით არ უნდა ფასდებოდეს.. მერმუნეთ პაულოს თამაში არ დავიწყებია, ჩვენ კი მოთამაშეს ყოველთვის სხადასხვა კუთხით ვაკვირდებით და იგი უდაოდ იმსახურებს აქ ყოფნას.. მისი საქმისადმი მიდგომა, პარტნიორებისადმი ურთიერთობა აღფრთოვანებას იწვევს.

რთულია იმის თქმა არის თუ არა ამ ფორმაციის იუვე საუკეთესო გასულ წლებთან შედარებით.. ჩვენს რიგებში დიდი ჩემპიონები პირლოს, ტევესის, ვიდალის, ბუფონის, პოგბას და ალვეშის სახით აქამდეც ირჯებოდნენ.. ხაზს გავუსვავ, რომ დღევანდელი იუვე საოცრად კონკურენტუნარიანია.

პოგბა არის მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი და შესაბამისად ასეთ დროს, სხვა გუნდში მყოფ მოთამაშეზე საუბარი არ მსურს..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
5 years ago

ეს ჯადო არსად გაუშვათ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x