ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა იუვედან წასვლის მიზეზებზე საუბრობს

გუშინდელი მცირე კომენტარის შემდეგ, ბიანკონერის ჯერ კიდევ გენერალურმა დირექტორმა დღეს გაცილებით ვრცელი განცხადება გააკეთა:

“გადაწყვეტილება ცალსახად კლუბს ეკუთვნის და ვალდებულებული ვარ მას შევურიგდე მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსიც და ხალხიც რომლებიც აქ მუშაობენ ძალიან მიყვარს.

ვფიქრობ არ ღირს იმის თქმა, რომ გამაგდეს.. მესმის რომ დაქირავებული თანამშრომელი ვიყავი და ადამიანები ნებისმიერ ვითარებაში განაგრძობენ ცხოვრებას.. წინ მოძრაობას.. მთავარია რომ მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი კლუბისთვის და იმედი მაქვს ვინც ამ პოზიციას ჩემს შემდგომ დაიკავებს ანალოგიური ენთუზიაზმით სავსე იქნება.

დიახ განვიცდი რადგან სპორტული სამყარო სანტიმეტრებისგან შემდგარია და აქ საოცარი ემოციები გამოვცადე.. ვფიქრობ, ანიელისთან ერთად შთაბეჭდავ გზაზე ვიარეთ, თუმცა ახლა ანდრეას აქვს ყველაფერი რათა ერთპიროვნული გმირი იყოს როგორც ნაციონალურ ასევე საერთაშორისო ასპარეზზე..

კიდევ ერთხელ კატეგორიულად გამოვრციხავ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობას.. ეს არ არის ის სფერო რომლითაც ამ ეტაპზე ვარ დაინტერესებული. ჩემი საქმიანობა კვლავინდებურად საკლუბო დონეზე გაგრძელდება.. თუმცა, 40 წლის მანძილზე პირველად იქნება, როდესაც შვებულებას შუა სეზონში მოვიწყობ.. საქმეს კი რომელიმე კლუბში 2019/20 წლიდან შევუდგები..

ძალიან გამიხარდება თუ კი იუვენტუსი ლიგის ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.. ეს იქნება არამარტო ჩემი, არამედ პარატიჩის და ნედვედის საოცარი მუშაობის შედეგიც.. თუ იუვე 1 ივნისს თამაშის უფლებას მოიპოვებს, მაშინ მოედანზე მათი რიგითი გულშემატკივარი ვიქნები”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
5 years ago

განვადებები იმედია მორჩება :lool: :lool: :lool: :lool:

Vega
5 years ago

პარატიჩი იმსახურებს ამ ადგილს ან ზიზუ მოიყვანონ. :forza: :forza: :forza: :forza:

Old Juventus
5 years ago

წარმატებები…

აშკარად არ ელოდა თვითონაც როგორც ჩანს და ცოტა კი შემეცოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა ადრეც უნდა მომხდარიყო

უმუშევარი კი ნადმვილად არ დარჩება :))

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x