ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედიის მოსაზრება მაროტას წასვლასთან დაკავშირებით..

იტალიურ პრესაში მთავარი სალაპარაკო თემა ახლა არა იუვე-ნაპოლი ან სერიას მიმდინარე ტურის მატჩებია, არამედ იუვედან ჯუზეპე მაროტას მოულოდნელი წასვლა:

აპენინური მედია მორიგ თეორიას გვთავაზობს, რომელსაც უდაოდ აქვს არსებობის უფლება..

კლუბისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა მიმდინარე ფინანსური წლის მონაცემები, რომელიც იუვესთვის 20 მილიონიანი მინუსით დასრულდა..

თავის მხრივ ბიანკონერის არ სურს მაროტას მარჯვენა ხელის ფაბიო პარატიჩის დაკარგვა, რომელსაც უკვე ამ ეტაპზე მთელი რიგი ევროპული გრანდები სთავაზობენ მიმზიდველ პირობებს..

კორეირო დელა სპორტის მოსაზრებით, ბიანკონერის გენერალური დირექტორის პოსტს სწორედ პარატიჩი დაიკავებს..

თუმცა, ამ ინფორმაციას არ ეთანხმება გაძეტა დელა სპორტი.. მილანური გამომცემლობის აზრით იუვე ამ თანამდებობაზე უფრო მეტად ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებულ მენეჯერს დანიშნავს, ხოლო ტრანსფერებზე უშუალოდ პარატიჩი იმუშავებს.

სხვათაშორის ამავე გაძეტას ცნობით ანდრეა ანიელი უკვე ესაუბრა ზინედინ ზიდანს და სწორედ ფრანგს მოიაზრებს ბიანკონერის ახალ გენერალურ დირექტორად..

თავად მაროტას წასვლა კი მართლაც რომ მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუვენტუსის მთავარი მწვრთნელისთვის, ასევე მისი ახლო გარემოცვისთვისაც..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x