ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი შეფასებებს აქვეყნებს

უმჯობესია მენეჯერული ხასიათის “გარჩევებიდან” რომელიც ახლა იუვეში სუფევს, ცოტახნით მაინც გადმოვერთოთ სპორტულ პროცესებზე.. გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც ტუტოსპორტმა გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – ზელინსკის დარტყმულზე თვალები დახუჭა და მადლობა უთხრას იღბალს, რომლის დახმარებითაც ბურთი ძელს მოხვდა..

კანსელუ – 7 – შესაძლოა ნაკლებად ჩანდა, მაგრამ ძალზედ ეფექტურად და ჭკვიანურად მოქმედებდა.

ბონუჩი – 6.5 – ბურთის ამოტანისას უშვებს შეცდომას, თუმცა აქ თანაბარ დონეზე თუ არა გარკვეულწილად შეგვიძლია დიბალას დადანაშაულებაც. სხვა მხრივ კარგად ირჯება და გატანილი გოლით შეცდომას ოდნავ ასწორებს.

კიელინი – 7 – კაპიტანისგან საოცარი ენერგია მოდის, რომელიც გუნდს ედებ და მას კარგი მიმართულებით ანვითარებს.

ალექს სანდრო – 6 – დააგვიანა პირველი გოლის დროს კალეხონზე.. საერთოდაც შეტევაში ნაკლებად პროდუქტიულია, მაგრამ არც უკანა ხაზშია ბოლომდე საიმედო.

ემრე ჯანი – 6.5 – პირველი 30 წუთის განმავლობაში არაერთ ორთაბრძოლაში იღებს მონაწილეობას და საკმაოდ ბევრ ენერგიას ხარჯავს მეტოქის შუახაზელთა წინააღმდეგ ასპარეზობისას.. არ იხევს უკან და ცდილობს გუნდს სიტუაცია შეუმსუბუქოს.

პიანიჩი – 6 – მისი შესრულებით იდეალური მატჩი უდაოდ არ ყოფილა, მაგრამ მოქმედებს ცივ-სისხლიანად და როდესაც პარტნიორები ბურთს მას აძლევენ, ვნებათაღელვა კლებულობს..

მატუიდი – 6.5 – ალანისგან პრესინგის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ტაქტიკური განსწავლულობის, გამოცდილების და საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე ახერხებს უმეტეს ეპიზოდში პროდუქტიულად ასპარეზობას. მეორე ნახევარში არაერთი მნიშვნელოვანი ჩაჭრა და ჭკვიანური მოქმედება ფრანგი შუახაზელისგან..

დიბალა – 6 – მონეტას ორი მხარე აქვს – გამოჩნდება, ეფექტურია, პროდუქტიულია და შემდგომ სადღაც ქრება.. ეს ყველაფერი რამდენიმეჯერ და თან ერთ 90 წუთში.. მეორე გოლის დროს შეტევა მისი დაწყებულია და თან მარიო რუის გაძევება მისი დამსახურებაა..

მანჯუკიჩი – 8 – რა უნდა ითქვას? უმჯობესია ავტობუსს გაჩერებაზე დაელოდოთ.. ეს ავტობუსი კი კრიშტიანო რონალდუ იყო, რომელმაც ხორვატს პირველი გოლის დროს საოცარი გადაცემა გაუკეთა, ხოლო მეორე ეპიზოდში საჭირო დროს, საჭირო ადგილას დახვდა..

რონალდუ – 8 – იუვემ როცა დაიწყო, მაშინ დაიწყო.. უცხოპლანეტელის ხელიც რომ სამივე გოლში ურევია ამაში უკვე გასაკვირი არაფერია.. თამაშობს ცივ-სისხლიანად და ეფექტურად..

ალეგრი – 7.5 – ფაქტია, გუნდი გარკვეულ ეტაპზე გარდამავალი დინამიურობით იმუშავებს.. თუმცა, გუნდი განაგრძობს გამარჯვებებს და მაქსი სრულიად დამსახურებულ აპლოდისმენტებს ღებულობს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dato777
5 years ago

კარგით ეხლა ნუ გადაუით მაროტას, კარგიც ხომ გაუკეთებია ადამიანს, მხოლოდ ნეგატივით რატომ ვაფასებთ. ყველაფრისთვის და ყველაფრის მიუხედავად დიდი მადლობა მაროტას, ველოდებით უკეთეს

poti
5 years ago

ტევესი 9 მილიონად,ბარძალი ნახევარ მილიონად,პოგბა და პირლო უფასოდ ეს ტრასფერები მაროტას ისტორიაში შეიყვანს

juve-10
5 years ago
Reply to  poti

პოგბას ფულით ღიპიტას ყიდვაც შეიყვანს ისტორიაში))

maradona73
5 years ago
maradona73
5 years ago
Reply to  maradona73

აუ ეს პატეკი რა 9-ანი დადგება იმის დდ, დღესაც 2 შეაგდო.

სასწრაფოდ უნდა დავითრიოთ. აბა პარატიჩ შენ იცი.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  maradona73

კაი რა ამ ნახევარსეზონიან ფეხბურთელების დრო წავიდა,ეგრე კრასიჩიც მაგარი იყო ტავის დროზე მაგრამ…

Bianconeri.10
5 years ago

ეგრეც ნუ გადაუვლით ახლა მაროტას )) დიდი დამსახურებაა მაგისი იმ უხსენებელი წლების მერე ამ დონეზე რო ვართ )) მოჭამა თავისი და გაუშვეს კაი დროს,ახლა უფრო გუნდის გაძლიერებაზე ორიენტირებული გვჭირდება ვინმე და არა კაპიკების დაზოგვაზე ))

juve-10
5 years ago

მოკლედ ამ ცვლილებებით იმედია უფრო მაღალ დონეზე გადავა კლუბი. რა თქმა უნდა კრისტიანოს ტრანსფერი ბომბა იყო და 1-2ად გაგვაძლიერა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ სხვა არც ერთი ლიდერი არ წასულა, რასაც წინა წლებზე სამწუხაროდ ვერ ვიტყვით… არ უნდა ხდებოდეს ყოველ წელს ისეთი წასვლა-მოსვლა რაც იყო ხოლმე. ზუსტად მაგიტომ მოიგო რეალმა ზედიზედ 3 ლიგა, რო დიდი ხნის შეთამაშებული სუპერ შემადგენლობა ყავდა, თორე ვარსკვლავები არც იმ 15 წლის მანძილზე აკლდა მერვედფინალს რო ვერ ცდებოდა. თუ ვინმე წავა, უნდა მოვიდეს უკეთესი და არა ერნანესი რო მოიყვანეს ვიდალის მაგივრად)) სახელფასო ბიუჯეტიც უნდა გაიზარდოს ამასთან შედარებით მაინც და უკვე არის გუნდი იმ ეტაპზე, რო აქეთ… Read more »

Old Juventus
5 years ago

ეს შემფასებლებიც ცოტა ვერ არიან :)))) მატუდმა ეგ თამაში პიანიჩზე უკეთ რანაირად ჩაატარა? ვინმე ეთანხმებით?

ორ მეტრში პას ვერ აკეთებდა და ბევრი შეტევა ჩაშალა და პირველი 10-20 წუთის განმავლობაში ბურთს რომ ვერ იჭერდნენ ერთ-ერთი ძირითადი დამნაშავე ჩანთან და კიელინისთან ერთად ეგ არის…

ჩანს კიდევ დრო უნდა მიეცეს, პირველად მიიღო ასეთ დონის თამაშში მონაწილეობა და თავიდან ცოტა დაბნეული იყო…

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Old Juventus

თუ პასის დროს ფეხზე ა ბურთზე არ დაიხედა ისე ფეხს აცდენს ბურთს ,

Old Juventus
5 years ago

:))))))

Old Juventus
5 years ago

100 იანი რეალისტ

ეს რომ რონალდოს საპირწონე არ იყო მოლაპარეკებების დროს არ გამოუჩენათ…

არ არის იუვეს დონის და აქამდეც უნდა დამშვიდებებულიყვნენ ამას, მაგალითად ღიპიანის ტრანსფერი რომ დააპირა მაშინ :))) მაგ ტრანსფერით ფაქტიურად წყალში ჩაყარა პოგბადან მიღებული მოგება…

მილანითვის 2-3 წელი იდეალური კანდიდატურა იქნება და მერე იქიდანაც უნდა გასაშვები იქნება…

იდეალურია დაბალ ბიუჯეტიანი ფეხბურთლების მოყვნაში, ასევე თავისფულ აგენტებზე მუშაობაში…

ამ წლიდან ფაქტიურად ყველაფერს სწორად აკეთებს ანიელი, 1-2 წლის წინ რომ დაწყებეულიყო ასეთი პროცესები ერთადერთი მაგაზე მწყდება გული…

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Old Juventus

ხურდების თვლამ დაღუპა ეგ,კაოუკ კაპიკ ითვლიდა და რონალდოს 112 მილიონზე გაგიჟებულა რა ამბავიაო,თან იცოდა რომ მაგის ტრანსფერში თვითონ ვერანაირ ქულას ვერ დაიწერდა არ აწყობდა

რ ე ა ლ ი ს ტ ი

მაროტა თუ მართლა წინააღმდეგი იყო რონალდოსი კი ყოფილა წიხლით გასაგდები. ჯერ კიდევ როდის დავწერე რონალდოს ტრანსფერში რონალდოს უფრო დიდი წვლილი მიუძღოდა ვიდრე მაროტას.

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x