ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი, მაროტა, კარნევალი, ნედვედი, პარატიჩი – ცვლილება მეტი მიზნებისთვის?

გრძელდება საუბრები იუვენტუსის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, რომელიც საერთოდ არ ეხება მოედანს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გუნდი სპორტული კუთხით წარმატებულ პერიოდს გადის, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს ელის მენეჯმენტურ საფეხურზე:

ანდრეა ანიელი და ჯუზეპე მაროტა.. ისტორია რომელიც 2010 წელს დაიწყო, საოცარი კუთხით განვითარდა და უნდა ითქვას მათმა ერთ მექანიზმად ჩამოყალიბებულმა გუნდმა საოცარი სამუშაო გასწია..

და მაინც რა მოხდა ამ ორ ადამიანს შორის? იტალიაში ვრცელდება ხმები თითქოს მათ შორის შავმა კატამ ბილეთების გახმაურებული საქმის გამო გაირბინა.. სწორედ მაშინ როდესაც წყდებოდა ულტრასებისთვის ბილეთების გაძვირების საკითხი და არა მარტო..

დამატებითი უთანხმობა იყო სატრანსფერო საქმიანობაზე, სადაც მხარეები ძნელად ნახულობდნენ საერთო ენას.. მაგალითად ბეპე სასტიკი წინააღმდეგი იყო გუნდში კრიშტიანო რონალდუს მოსვლის.. იგუაინის გაყიდვის..

როგორც ჩანს ბეპე მარტო დარჩა, რადგან პარატიჩის და ანიელის შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა სუფევდა.. სწორედ ფაბიო იყო რონალდუს ტრანსფერის ინიციატორი, რომელმაც მოახერხა ანიელის დარწმუნება და თავის სასარგებლოდ დამატებითი ქულების ჩაწერა..

აქვე გეტყვით, რომ მაროტას უკვე დაუკავშირდა აურელიო დე ლაურენტისი და მას ნაპოლის გენ დირექტორობა შეთავაზა.. არსებობს ინტერესი რომასგან და მანჩესტერ იუნაიტედისგანაც..

ჩვენი საიტის მეშვეობით უკვე შეიტყობდით, რომ გუნდს არამარტო მაროტა დატოვებს.. ოქტომბრიდან იუვენტუსსში არც ალდო მაციას ვიხილავთ, რომელიც 2011 წლიდან ფინანსური დირექტორის პოზიციაზე მოღვაწეობდა..

რას უნდა ველოდოთ? ვინ უნდა მოვიდეს? სულ ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომ ანდრეა ანიელი გენერალური დირექტორის როლში ჯოვანი კარნევალის განიხილავს.. სწორედ იმ კარნევალის რომელმაც სასუოლო მოკლე პერიოდში ძალზედ კონკურენტუნარიანი გუნდი გახადა და მისი მწირი ბიუჯეტით, სერია ა-ში თავისი ადგილი გამონახა..

მითუმეტეს ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან სწორედ ჯოვანის პერიოდში მოხერხდა არაერთი ფეხბურთელის გაყიდვა/ყიდვა/გაცვალა..

კვლავინდებურად საუბრობენ ზინედინ ზიდანზეც.. ანდრეას ხომ სურს გუნდის იმიჯი საერთაშორისო არენაზე ყველაზე მკაფიოდ ჩანდეს. ზიზუს შეუძლია ამის უზრუნველყოფა, თუმცა ძალიან ხომ არ ვჩქარობთ?

რატომ? იმიტომ რომ არ არის გამორიცხული სეზონის ბოლომდე ამ პოსტზე არც არავინ არ დანიშნონ.. პაველ ნედვედს გაეზრდება უფლებამოსილება.. ჩეხი ანიელისთან დაახლოებული პიროვნებაა და თუნდაც რონალდუს ტრანსფერის დროს იგი პარატიჩისთან ერთად არწმუნებდა ანდრეას ამ ყველაფრის სისწორეში..

როგორც ჩანს ჩეხი პრეზიდენტთან ბოლო ხანებში უფრო ახლოს იმყოფებოდა ვიდრე მაროტა..

პარატიჩიზეც უნდა ითქვას, რომ ახლა მისი წონა იუვეში ერთი-ორად გაიზრდება.. ფინანსურ კუთხეს კი ახალგაზრდა, შესაძლოა ჯერ მასისთვის უცნობი ფიგურები გაუძღვნენ, რომლებიც დღის სინათლეზე ეტაპობრივად გამოჩნდებიან..

და მაინც რატომ გადადგა ანიელიმ ეს ნაბიჯი, მაშინ როდესაც ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა? დიახ, უდაოდ სარისკოა მაგრამ მოდით გავიხსენოთ რაც იგი პრეზიდენტის პოსტზე მოვიდა ძალიან მცირე შეცდომა დაუშვა.. მან უმოკლეს პერიოდში დააბრუნა იუვენტუსი და ახლა ისეთ სიმაღლეზე გაიყვანა, სადაც ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია..

ამერიკული განათლებით, დიდი გამოცდილებით და ამბიციით, მას ესმის რომ როდესაც ყველაფერი კარგად არის კი არ უნდა მოდუნდე, არამედ დროული ნაბიჯი გადადგა ახალი ციკლის დაწყებით და გამარჯვებების გაგრძელებით..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Bianconeri.10
5 years ago

ზიდანი ზღაპარია,მანჩესტერში მივა ალბათ.პარატიჩი უნდა დაიტოვონ უეჭველი ))

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x