ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კორეირო დელა სერა მაროტას ახალ კომენტარს ავრცელებს..

ნაპოლისთან მიღწეული გამარჯვება გუშინვე სხვა ინფორმაციამ გადაფარა:

ბიანკონერის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი 25 ოქტომბერს, დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და მან ეს გუშინვე ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაადასტურა..

უკვე დღეს გარკვეული ცნობები ვრცელდება და ერთ-ერთი უშუალოდ კორეირო დელა სერადან, რომელიც თავად ბეპეს სიტყვებს ციტირებს:

“ჩემსა და ანდრეა ანიელის შორის ბოლო ხანებში ურთიერთგაგება სადღაც დაიკარგა. იყო გარკვეულ თემებზე განსხავვებული შეხედულებები.. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხეთ ერთ აზრზე დარჩენა და შედეგად კლუბთან კონტრაქტი 25 ოქტომბრის შემდეგ აღარ გახანგრძლივდება”..

იტალიური მედიის მტკიცებით, გადაწყვეტილება უშუალოდ ანდრეა ანიელის ეკუთვნის და ის არ მოდიოდა ჯონ ელკანისგან..

სატრანსფერო საქმიანობას ცალსახად გადაიბარებს ფაბიო პარატიჩი, ხოლო კლუბი გენერალური დირექტორის პოსტზე განიხილავს ისეთ კანდიდატურას, რომელიც ორიენტირებული იქნება ფინანსური მოგების გაზრდაზე..

თავად მაროტა გამორიცხავს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პოსტისთვის ბრძოლას.. შესაბამისად, პრესაში უკვე რამდენიმე ვარიანტი გაჩნდა.. რომა, ინტერი, ბარსელონა ან მანჩესტერ იუნაიტედი..

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტახნის წინ ბეპემ საუკეთესო საფეხბურთო დირექტორის ნომინაციაში მანჩესტერ სიტისა და რეალის კოლეგებს აჯობა, რის შედეგადაც აღნიშნულ პრიზს დაეუფლა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
5 years ago

ერთი ფაქტია.მაროტას ფეხბურთელების შესაბამის ფასად გაყიდვა უჭირდა.თუნდაც ტევესი გავიხსენოდ.წელს იგუაინი და კიდე ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.იგუანის დონის ფეხბურთელს მაგ ფასად ნამდვილად ვერ იყიდი დღევანდელ ბაზარზე.სავარაუდოა ის ფქატიც რო ზიდანის მოყვანა უნდოდათ და ამას მიზეზი მოუდეს და ააცმევინეს.იუვეს ლიგაზე ძაან ჩაგრავდნენ მსაჯები.ზიდანს ამდენს ვერ გაუბედავენ.დარწმუნებული ვარ ზიდანს დიდი ხანი უსაქმოდ არავინ გააჩერებდა და ამათმაც ეს “გააჩალიჩეს”.დაახლოებითი სენარი წარმოგიდგინეთ.ვინ მეთანხმებით?

jek17
5 years ago

ეს არ მომეწონა და დარწმუნებული ვარ არავის არ მოეწონება ვინც იუვეს ქომაგობს.უბრალოდ იმედი მაქვს ანიელიმ იცის რასაც აკეთებს და შეცდომას არ დაუშვებს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x