ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი იუვეზე, რონალდუზე და ალეგრიზე..

მარჩელო ლიპი იუვესთან და კონკრეტულად რონალდუსთან დაკავშირებით საუბრობს:

“იუვენტუსი შარშანდელ სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის, თუმცა ეს კრიშტიანო რონალდუს არ ეხება.. ბევრი ამბობს რომ პორტუგალიელმა დიბალას ადგილი წაართვა, მაგრამ მერწმუნეთ ისინი ძალიან ცდებიან..

ალეგრიმ სწორი თქვა, როდესაც პაულო ზონებს შორის იდეალურად მოთამაშე ფიგურად დაასახელა.. სწორედ აქ არის მისი ადგილი.. ხოლო რონალდუ გამტანია და ბუნებრივია მისი ეს თვისება იუვეს სასიკეთოდ წაადგება.

რონალდუ ჩემპიონია, რომელიც ზიდანმა სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოაყალიბა.. ახლა ალეგრის რონალდუს შესწავლა მოუწევს, რომ მისი მაქსიმუმი გამოიყენოს.. მთავარია ადაპტაცია მალე დასრულდეს და დროულად მოუძებნოს სწორი გამოყენება.

ალეგრის სტილი რომ ძალიან მომწონს არაერთხელ მითქვამს.. მას უყვარს თამაშის მიმდინარეობისას სტილის მუდმივი ცვლილება.. შეიძლება დაიწყოს სამი ფორვარდით.. განაგრძოს სამი მცველით.. უცბად გადაეწყოს ხუთზე ან ოთხზე და ასე შემდეგ”.

6 thoughts on “ლიპი იუვეზე, რონალდუზე და ალეგრიზე..

  1. საინტერესო სტატია დადო el mundom კრისტიანოს რეალიდან წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით. იქ კარგად ჩანს რომ რონალდოს იუვეში ტრანსფერში თავად რონალდოს წვლილი ბევრად უფრო დიდია ვიდრე იუვესი, სავარაუდოდ მაროტა ამის წინააღმდეგი იქნებოდა და ზუსტად აქ დამთავრდა მისი ტურინული კარიერა.

  2. ლექსო ხედავ აგერ ლიპიმაც შეაქო ალეგრის სტილი იმ ლიპიმ ვინც შენი იდეალია. და დიბალაზეც თქვა რომ საფაც ტტამაშობს იქაა.კისი ადგილი და არა 9 ზე. კულიბალის ნაირი გიგანტები საჯარიმოში დაუღეჭავად შეჭამენ მას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.