ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

ანდრეა ბარძალის შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა გუნდის თავკაცს მაქს ალეგრის მოუხდა:

“ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელიც დომინირებს უკვე მერამდენე სეზონია შიდა ასპარეზზე.. ეს იქნება რთული მატჩი გუნდის წინააღმდეგ რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს.. შესაბამისად ჩემი შეგირდებისგან ტექნიკურ და სწრაფ ფეხბურთს ველოდები..

მინდა გითხრათ, რომ კიელინი ხვალინდელ დაპირისპირებას გამოტოვებს.. მეორეს მხრივ ჯერ ვერ ავირჩიე სამი შუახაზელით ვიქნებით თუ ორით..

შეტევაში მანჯუკიჩი და დიბალა გაირჯებიან.. ვინ დაეხმარება ამ ორს? ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ნახევარმცველით გამოვალთ მოედანზე..რონალდუ? დარწმუნებული ვარ დასვენება მასზე კარგად იმოქმედებს..

ნაპოლისთან ბოლო 20 წუთი ცუდი ფეხბურთი ვაჩვენეთ.. შესაბამისად ამ ყველაფრის გამოსწორებას მოახლოებულ შეხვედრაში შევეცდებით..

მაროტა? ძალიან დამწყდა გული რომ მას წასვლა უწევს.. ეს ინფორმაცია სათანადო დონეზე ჯერ ვერც კი გავანალიზე..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x