ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალის წინასამატჩო კომენტარი

ტრადიციულ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩს მიეძღვნა, ჟურნალისტების წინაშე მაქს ალეგრისთან ერთად ანდრეა ბარძალიც წარსდგა:

“ჩვენი სურვილი და მიზანი ამ გათამაშებაში უცვლელი რჩება.. დიახ, ორჯერ ვიყავით მიზანთან ახლოს მაგრამ არ გაგვიმართლა.. ეს ახალი სეზონია და ჩვენ საქმეს ჩვეული ენთუზიაზმით მივუდგებით.

ვფიქრობ, არავისთვის იქნება სიახლე რომ ლიგაზე ბოლომდე გვსურს მისვლა.. მოტივაცია პიკზეა ასული და საკუთარი მიზნისთვის მაქსიმუმს გავიღებთ..სწორედ ასეთი შემართებით ვაპირებთ თითოეულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას..

აპლოდისმენტები ბოლონიასთან? ამაღელვებელი ეპიზოდი იყო.. ხშირად არ არის როდესაც ასეთი ტაშის ქვეშ ვტოვებ მოედანს და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ფაქტია, რაც უფრო ასაკში შედიხარ საწვრთნელი სესია უფრო სხვანაირი ხდება.. თუმცა, ფიზიკური თვალსაზრისით თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ!

მაროტა? პირადად მე გული ძალიან დამწყდა, რადგან ჩემი კარიერის ყველაზე რთულ პერიოდში შემომთავაზა ტურინში გადმოსვლა.. აქ კი არაჩვეულებრივი დრო გავატარე! იშვიათად თუ სადმე შეხვდებით ასეთ დირექტორს, რომელთანაც ყოველთვის შეგიძლია მშვიდად ისაუბრო ნებისმიერ თემაზე.. წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x