ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენტანკური მოახლოებულ მატჩებზე და პერსონალურ მიზნებზე საუბრობს..

როდრიგო ბენტანკური მიმდინარე სეზონზე საუბრობს:

“ნაპოლისთან შეხვედრა? ჩემპიონატში მეორე საფეხურზე მყოფ კლუბს მოვუგეთ და ბუნებრივია ეს ფაქტი მეტ თავდაჯერებულობას გვძენს. მთავარია თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებას მივაღწიოთ, რისი დახმარებითაც კონკურენტებთან ქულათა სხვაობას მეტად გავზრდით.

კარგად გვესმის, რომ უკვე სათანადო დონის გამოცდილება დაგვიგროვდა. ყოველ მომდევნო მატჩში მაქსიმუმს ვდებთ, რადგან ჩვენი მეტოქე ანალოგიურად ყველაფერს იღებს წარმატებისთვის.

იანგ ბოისი? ბუნებრივია გამარჯვების მოპოვება გვწყურია, რათა უფრო მივუახლოვდეთ ჯგუფიდან გასვლას.. თუმცა, ამის განხორციელება ურთულესი იქნება, რადგან ჩვენს წინააღმდეგ როგორც უკვე გითხარით, თითოეული კლუბი მაქსიმუმს იღებს.

კრიშტიანო არ იქნება ამ შეხვედრაში და თავისთავად ეს დიდი დანაკლისია.. თუმცა, ფეხბურთი ხომ გუნდური სპორტია და ვინც არ უნდა იყოს მინდორზე, მერწმუნეთ თავს არ დაზოგავს.

პერსონალური პროგრესი? ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე მომიწევდა მინდორზე გასვლა და საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა. უშუალოდ მუნდიალზე ჩვენმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რაც შეგვეძლო ძალები არ დაგვიშურია..

იუვეში ყველაფერი ნორმალურად ვითარდება.. შესაძლოა საწყის ეტაპზე ცოტა მატჩში თუ მომიწია გამოსვლა, მაგრამ უკანასკნელ ხანებში უფრო მეტად ვჩნდები მინდირზე, თუნდაც ნაპოლისთან დაპირისპირებისას.. აუცილებელია ყველაფერი მოვიმოქმედო, რათა დავიმსახურო სასტარტოში ასპარეზობა რაც შეიძლება მეტჯერ..

ჯერ კარიერის საწყის ეტაპზე ვარ და გოლები არც აქამდე გამიტანია ბევრი, მაგრამ დარწმუნებით მინდა გითხრათ რომ ეს ანგარიშიც მალე გაიხსნება. ჩემი მიზანი ასეთია – გარკვეული სათამაშო მახასიათებლების გაუმჯობესება და ძირითადში ადგილის დამკვიდრება.. საკუთარი გუნდის საკეთილდღეოდ უკან არაფერზე არ დავიხევ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

ეს ბიჭი უფრო მეტ დროს იმსახურებს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x