დიბალა გუნდზე და პირად წარმატებაზე..
პაულო დიბალას ბენეფისი! არგენტინელმა სამი ბურთის გატანა მოახერხა შვეიცარიული იანგ ბოისის კარში:
“ძალიან მჭირდებოდა ასეთი დონის მატჩი.. გუნდმა საქმისადმი საუცხოო მიდგომა აჩვენა! ჩვენ უსაზღვროდ კონცენტრირებულნი შევხვდით ამ შეხვედრას და შედეგიც სახეზეა..
ბუნებრივია თითოეულ ფეხბურთელს, მუდამ მოედანზე ყოფნა სწყურია.. შარშანდელი სეზონი ჩემთვის განსხვავებული იყო, რადგან დასაწყიში არაერთი გოლი გავიტანე, ხოლო შემდგომ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა..
მწვრთნელმა გარკვეული ეტაპი შემადგენლობის მიღმა დამტოვა და ეს ძალზედ დამეხმარა ფორმის აკრეფაში.. ახლა კი სიტუაციას ეფექტურად ვიყენებ.
ჩვენ დღეს კრიშტიანოს გარეშე მოგვიწია ყოფნა.. გარკვეულ ეპიზოდებში მასთან ერთად უფრო იოლად ვმოქმედებთ, თუმცა ფაქტია მასთან და მის გარეშეც თამაში უფრო უკეთ უნდა ვისწავლოთ”.