ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ შეშლილი მაქსის საინტერესო ინტერვიუს:

როგორი სიტუაცია რონალდუს თავს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე?.

“თავს მშვენივრად გრძნობს.. მას სამი თვეა ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ 15 წლის მანძილზე თავი გამორჩეულ პროფესიონალად დაგვამახსოვრა როგორც მინდორზე ასევე მის მიღმა. ამასთანავე იგი დიდ დროს უთმობს სოციალურ საკითხებს.. საფეხბურთო კუთხით სრულად არის მზად მოედანზე დასაბრუნებლად..”

რომ განვიხილოთ, რონალუდ-დიბალადან რომელს უფრო ესაჭიროება ადაპტაცია?

“აქ საქმე სხვაგვარად დგას.. მთავარია მოედანზე რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ და ერთმანეთი კარგად გაიცნონ.. ფაქტია, როდესაც ცენტრ ფორვარდის გარეშე ვართ სირთულეებს განვიცდით. ცენტრ ფორვარდი ხომ მეტოქის დაცვის ხაზს დაძაბულობაში ამყოფებს და პარტნიორებს თავისუფალ სივრცეებს უქმნის.. მანჯუკიჩი,დიბალა და რონალდუ კაი სამეულია და პრინციპში ყოველ მეორე მატჩში სწორედ ისინი გამოდიან მოედანზე.. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება რომ სეზონი გრძელია და მათ დასვენების საშუალება პერიოდულად უნდა მივცე”..

ტრავმირებულების საქმე როგორ არის?

“ხედირას მდგომარეობა ფასდება და სწორედ ამის შემდეგ შევიტყობთ თუ როდის დაგვიბრუნდება.. დე შილიო დაგვიბრუნდა და მზად არის მინდორზე გამოსასვლელად. რუგანის თავის მხრივ ნეკნზე აქვს პრობლემა.. კოშტა ჯენოასთან დაბრუნდება.. უშუალოდ ვარჯიშს მომავალი კვირის დასაწყისში შეუდგება”..

ფიქრობთ თუ არა რომ გუნდმა უკეთ დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების გააზრება და რეალურად უკეთესი გახდა?

“ამ ყოველივეს ჩვენ სეზონის დასრულების შემდეგ შევიტყობთ, როდესაც მოპოვებულ ტიტულებს შევხედავთ.. ფაქტია, ყველაფერი მოვიგეთ და ერთადერთი დარჩა არის ჩემპიონთა ლიგის თასი.. ახლა მთავარია უდინეზესთან მატჩი წარმატებით დავასრულოთ და ეს 10 მატჩიანი ციკლი მაქსიმალური მაჩვენებლით ჩავიწეროთ აქტივში.. შემდგომ უკვე ნოემბრის ეტაპი დაიწყება სადაც სეზონის მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ციკლი გველოდება..”

კრიშტიანოს გარდა როგორი სიტუაციაა სხვა შემტევებთან დაკავშირებით?

“უნდა შეფასდეს კუადრადოს ფორმა, რომელიც ასევე შესანიშნავ კონდიციებში იმყოფება.. ძალიან კარგია ბერნარდესკიც მიუხედავად ჩემი კომენტარისა ფიორენტინასთან დაკავშირებით.. მსურს ხაზი გავუსვა რომ ჩემი განცხადებით ვინმესთვის შეურაწყოფის მიყენება საერთოდ არ მიგულისხმია. პირიქით წელს მათ რიგებში უამრავი ტექნიკური მოთამაშეა და გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს..

თუმცა, იუვენტუსის ფეხბურთელმა კარგად უნდა გაითავისოს თუ სად იმყოფება და რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია როდესაც ბურთს ღებულობს.. ჩემი მითითებების მოსმენა მხოლოდ ფედერიკოს არ მოუწია, იმავეს ისმენდნენ სხვა ფეხბურთელებიც..ბურთი რომელიც შეიძლება დაკარგო, არაა გამორიცხული ლიგის თასის, სკუდეტოს ან იტალიის თასის ხელიდან გაშვებას გაუტოლდეს! ხშირად მეკითხებიან რატომ ითამაშა ერთმა მოთამაშემ ეს მატჩი კარგად, შემდგომ კი სათადარიგოზე დაჯდა? იმიტომ რომ სხვა კლუბებში გამარჯვება/მარცხის საკითხი ასე მწვავედ არ დგას.. აქ კი თითოეული უდიდეს ენერგიას ხარჯავს და შემდგომ მას შესაბამისი დრო ესაჭიროება აღსადგენად”..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ბიჭები ხაბიბი-მარკგრეგორის ბრძოლა როდისაა ხოვერ მეტყვით? და რას ფიქრობთ შედეგზე

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჩანი ბენტა ხედირათი რომელ ლიგაზეა საუბარი…ამდენი სვარშიკი ერთად მეტისმეტია

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ფულემმა როგორ გაგვაგდო 2010 ევროპადან
მართლა ჭაობიდან ამოვედით

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეს ამბავი უკვე სერიოზულია და ბოლობოლო უნდა მოეთხოვოს პერესს და მთელ მაფიას .რაც რონალდომ და ზიდანმა მიატოვა რეალი და მითუმეტეს ორივე იუვეში გააგრძელებს კარიერა მიხვდნენ რომ მათი ჰეგემონია დამთავრდა.რაც ანიელიმ ხმამაღლა განაცხადა რომ იუვე მალე მსოფლიოს დომინანტი კლუბი გახდება და მალე რონალდოს დონის ფეხბურთელი 25 წლის ასაკში იუვეში ითამაშებს აშკარად შეცბუნდნენ რეალის ამქრები და ამხელა მაფია დაატრიალეს.ძალიან მინდა მჯეროდეს რომ ეს ნაგლი რეალის მთავრობა მალე დაისჯება და ჩამოერთმევა ის სამი ლიგის თასი და რამდენიმე წელი აეკრძალება ლიგაზე თამაში.მე ზიდანი რო იუვეში თამაშობდა მანდედან უყურებ ლიგას და არ მახსოვს რეალი ძნელ ჯგუფში მოხვედრილიყო,ამდენი წელი დამთხვევა არ არსებობს.კაროჩე რა,ესენი ფეხბურთის ყურებას დამანებებინებენ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x