ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი კურვაზე, პირად შედეგებზე და სამომავლო მიზნებზე

ლეონარდო ბონუჩი ტურინში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

“არაჩვეულებრივი გრძნობა იყო, როდესაც კურვამ ტაში დამიკრა.. თუნდაც, ნაპოლისთან გატანილი გოლის შემდეგ. ბიანკონერის ფანების მიმართ მუდამ განსაკუთრებული გრძნობა და პატივისცემა გამაჩნდა. შესაბამისად წარმოუდგენელი იყო ამ ყოველივეს აღება და განადგურება. ახლა ჩემი ვალია იუვესთვის ყველაფერი გავიღო და იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ისევ მოვისმინო სიმღერა ჩემი მისამართით, როგორც ეს ადრე იყო..

მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ დღევანდელი ფორმაციის გუნდი საუკეთესო იუვეა.. შეიცვალა როგორც მენტალიტეტი ასევე მიდგომა საქმისადმი. ფურცელზე შესაძლოა ყველაფერი იოლად გამოიყურება, მაგრამ რეალობაში საქმე სხვა დონის სამუშაოსთან გვაქვს. ახლა უფრო სწრაფვა გვაქვს გამარჯვებების მიმართ და პროგრესირების კუთხით ეს უდაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია.

წინ დიდი და რთული გზა გველის.. ახლა შესაძლოა ყველაფერი იოლად გვეჩვენება, მაგრამ მერწმუნეთ სირთულეებს აუცილებლად შევხვდებით. ახლა მთავარია დეკემებრისთვის მოვემზადოთ ფსიქოლოგიურად.. გარკვეულწილად ზუსტად ეს პერიოდი შესაძლოა გარდამტეხი გახდეს.. აუცილებელია სწრაფ ტემპში მოვუმატოთ, რათა მარტისთვის პიკზე ვიყოთ და ყველა ტურნირისთვის ვიბრძოლოთ.

სასიამოვნოა, როდესაც რაიმე რთულ დავალებას თავს კარგად ართმევ. მიყვარს სირთულეებს დაძლევა, მაგრამ ზოგჯერ გარკვეულ საქმეს რომელიც იოლი გასაკეთებელია, ხელოვნურად ვამძიმებ. როგორც მაგალითად ნაპოლისთან შეხვედრაში, როდესაც ჩემი შეცდომით მეტოქემ გოლი გაგვიტანა. ამ ეპიზოდში კონცენტრირება დავკარგე და მერწმუნეთ, ამ თვალსაზრისით მიმდინარე სეზონში ბევრს ვიმუშავებ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და მეტად ყურადღებით ვიასპარეზო.

მაროტას წასვლა? პირადად ჩემთვის საკმაოდ საწყენი ფაქტი დაფიქსირდა.. მეორეს მხრივ კლუბს საკუთარი შეხედულება გააჩნია ამ ფაქტთან დაკავშირებით. იმედი მაქვს ბეპე იპოვის ისეთ ვარიანტს, რომელიც მას სიამოვნებას მიანიჭებს.

ჩემი შვილები? როგორც მოგეხსენებათ ლორენცო ტორინოს და ბელოტის თავგდაკლული ქომაგია და ზაფხულში უკვე იმყოფებოდა კლუბთან ერთად შეკრებაზე.. როდესაც 6 წლის გახდება ტორინოს სკოლაში ივლის.. მე პირადად ამ საკითხზე პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ეს მან თავადვე გადაწყვიტა. მთავარია მამის ჩრდილში არ იმყოფება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჩემპიონთა ლიგის ორივე ტურის სიმბოლურში მოხვდა ბონუჩი , ერთადერთია მგონი. აი რონალდოს რაც შეეხება : EA -იმ მთვარი პოსტერიდან მისი სურათი ამოიღო როგორც წავიკითხე და იუვეს აქციებმაც კლება დაიწყო ამ სკანდალის გამო , მაგ ადამიანს ვინ ებრძვის არვიცი მაგრამ ძაან საეჭვოდ ემთხვევა, ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგაა. წლის გოლი ეკუთვნოდა ! არაფრით ნაკლები არ იყო მოდრიჩზე ! ის წითელი ბარათი და 2 ტური ჩაუვარდა , ახლა ეს სკანდალი … სადაც მილიარდები ტრიალებს რანაირად სასაცილოც არ უნდა იყოს ბევრიათვის მაფიოზობანას და პრინციპების ამბავი არ გამიკვირდება , ან ეს ძუკნა სად იყო მანამდე , ფაქტია იტალიაში ბევრს ეზიზღება ჩვენი გუნდი არადა მართლა… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ვფიქრობ ზიზღი ესპანეთიდან მოდის და არა იტალიიდან

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

იტალიელებსაც კარგად გამოსდით ეგ … ვერ გაიგებ რა ხდება

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ძალიან დამწყდა გული კალდარა რომ შეწირეს ამას მაგრამ ლიდერია რა სულით,ჭირდება იუვეს ასეთი სულისკვეთების იგროკები

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x