იუვენტუსი რონალდუს იცავს და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ტურინის იუვენტუსმა გააკეთა ოფიციალური განცხადება კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით, რომელიც ბუნებრივია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებულ საქმის ხელახალ გამოძიებას ეხება:
“უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში კრიშტიანომ მოახდინა საკუთარი პროფესიონალური თვისებების დემონსტრირება, რითაც თითოეული იუვენტუსის წევრში აღფრთოვანება გამოიწვია.
ინციდენტი, რომელიც თითქოსდა 10 წლის წინ დაფიქსირდა, ვერანაირად ვერ ცვლის იმ უდიდეს წარმოდგენას მის მიმართ რომელსაც თითოეულ პიროვნებას ჩამოუყალიბდა ვინც რონალდუს იცნობს და მას თუნდაც ერთხელ მაინც გაესაუბრა”.
პერესის მაფიოზობა ამუშავდა.სამი ლიგა რო დადო თქვენ მართლა მოედანზე მოგებული გგონიათ?იმიტომ გამოიქცნენ ზიდანი და რონალდო.როცა იქნება ეგ ამბავი საქვეყნოდ გაჟღერდება.აქ უბრალოდ გაბოროტდა პერესი და რონალდოს ძირავს იქნებ უკან დააბრუნოს ან საერთოდ დაძირავს.უკვე სამარცხვინოა ისეა ფეხბურთი მაფიაში ჩაძირული და მითუმეტეს რეალი.იმედია სათანადოთ დაისჯებიან ამ ყველაფრისთვის და ის თასებიც ჩამოერთმევათ.ის ფინალიც ძაან საეჭვოდ წააგეს რეალთან.პირველი ტაიმი ყველანაირად აჯობეს და მეორეში ასე არევა რო დაბრალდა ზოგიერთ ფეხბურთელს მანდაც პერესის სუნი ტრიალებს
ახლა გამოქვეყნდა რომ კიდევ 200 000 დოლარს ითხოვს და პასუხს 20დღეში ელოდება.
გგგგ
ახალი ვარჯიშის კადრები დაიდო და მშვენიერ ხასიათზეა)) არამგონია სანერვიულო იყოს))
ვიდეოც გავრცელდა სადღაც და მაგ ვიდეოზე რც ვნახე, რონალდუ იქით უნდა უჩიოდეს გაუპატიურებაზე :დ ისე ეგ ამბავი მართალი რომ იყოს 9 წელია გასული, აქამდე მოაკითხავდნენ.
ბანძი განცხადებაა. დამნაშავე რომ აღმოჩნდეს მერე რას შვებიან? რონალდუს პროფესიონალიზმი და ნაჩვენები თამაში არანაირ კავშირში არაა იმასთან რასაც აბრალებენ. ჯობდა უბრალოდ დაეწერათ, რომ გვერდში ვუდგარვართ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებსო.
დაველოდოთ გამოძიების შედეგებს იგივეა რომ ბოლომდე არც ხარ დარწმუნებული , კაი რა გაუპატიურება ხალხო ბიჭი მილიარდებს ეთამაშება ვიღაცას ეთომარა , ქალი მაგას არ აკლდა … აქეთ ახტებოდნენ , ზედმეტი ხმაური არ ჭირდებოდა და სკანდალი და გაიქნია ის 300 000 თუ რაც იყო …