დიბალა რონალდუზე, გუნდის მიზნებსა და პირად ოცნებებზე..
პაულო დიბალა მზად არის ლიგის გამო ყველაფერი გაიღოს:
“დიახ, ეს ასეა.. შარშანაც იმავეს ვფიქრობდი და მზად ვიყავი ჩემპიონთა ლიგის გამო სკუდეტოზეც კი მეთქვა უარი.. ახლა უკვე მოთხოვნილება გაიზარდა, თუმცა მენტალიტეტი იგივე დარჩა..
ჩვენ შარშანაც კარგი შანსი გვქონდა ლიგა რომ მოგვეგო.. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ორი მატჩის ჯამში რეალმა ჩვენ ბევრად გვაჯობა.. დიახ, პირველ შეხვედრაში არაერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ბერნაბეუზე იუვემ ყველას დაანახა რაოდენ ძლიერია..
როდესაც მადრიდში ჩემი პარტნიორები მიფრინავდნენ, მათ მითხრეს რომ ასეთი რამ იშვიათად ხდება.. როდესაც იუვე უშვებს სამ ბურთს და ვერ ახერხებს პასუხს, არის ფანტასტიკის სფეროდან.. შესაბამისად, მათ სურდათ ყველასთვის დაემტკიცებინათ თუ ვისთან აქვთ საქმე..
დარწმუნებული ვარ რონალდუზე სწორედ ამ შეხვედრამ იმოქმედა.. სწორედ ამის შემდეგ დარწმუნდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში.. რომ ამ გუნდს ზუსტად ისეთივე საქმის მიდგომა აქვს, როგორც მას..
თავად რონალდუ უშუალოა.. შესაძლოა სოციალურ ქსელში სხვაგვარ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ აქ ჩვენს გვერდით იგი რიგითი ფეხბურთელია.. ბევრს ხუმრობს, როგორც სხვა და 100%-ით კონცენტრირებულია თითოეულ საწვრთნელ სესიაზე.
დელ პიეროს კომენტარი მოვისმინე.. მისი მოსაზრებით მე და მბაპე დროთა განმავლობაში რონალდუ/მესის შევცვლით. მერწმუნეთ თითოეულისთვის ძალზედ რთულია ამის განხორციელება.. პორტუგალიელი და არგენტინელი ხომ საოცარ საქმეებს ჩადიან და ამ ყოველივეს თითქოს დასასრულიც არ უჩანს.
რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, მსურს ისკო გამოვარჩიო.. ეს არის იმ ტიპის ფეხბურთელი, რომელიც ბურთს არ კარგავს.. ერთი სიამოვნებაა ესპანელის ყურება. ნეიმარი და მბაპე კი თავისთავად ზედმეტ სიტყვებს არც საჭიროებენ.
პატარაობისას კოცონის წინ რომ ვიჯექი ბევრ რამეზე ვოცნებობდი, მაგრამ განსაკუთრებული სურვილი ოქროს ბურთის მოპოვებას უკავშირდებოდა.. თუ მართლა გსურს ასეთი წარმატების მიღწევა, მაშინ ყველაფერი გვერდით უნდა გადადო და მიზნისკენ სრული სვლით ისწრაფვოდე.. რაც მეტი მოთხოვნილება გექნება საკუთარ თავთან, მით უფრო მეტს მიაღწევ.
მახსოვს რონალდუს ტრანსფერი ოფიციალურად რომ დადასტურდა მირას მივწერე, რომ მომავალში შენთვის საჯარიმოები დარტყმა ასეთი იოლი აღარ იქნებოდა..
ხუმრობა გვერდით გადავდოთ და ახლა თუ მარჯვენა კუთხიდან არის სტანდარტული დარტყმა შესასრულებელი მაშინ იქ აუცილებლად რონალდუ მიდის.. ხოლო ჩვენ გვერდით ვუდგეავართ, რომ კარგი ფოტო გამოვიდეს..
11-იანები? აქ სრული იერარქია სუფევს.. რონალდუ პირველი ნომერია და უკვე შემდგომ მოვდივარ მე.. მესამე კი პიანიჩია..
ალეგრი მოედანზე სრულ თავისუფლებას მაძლევს.. ჩვენ ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობთ და ვცდილობთ ჩემთვის მოედანზე საუკეთესო პოზიცია შევარჩიოთ, რათა მეტოქეს თავისტკივილი შევძინოთ.
საერთოდაც იუვეში ბევრი რამე ვისწავლე.. თუნდაც, მატჩის დაწყების წინ ფეხბურთელებთან საუბარი.. ამ მხრივ საუკეთესო მასწავლებლები მყავდნენ ბუფონის, კიელინის, დანი ალვეშის სახით..
10 ნომრიანი მაისურის ტარება დიდი პასუხისმგებლობაა.. შენს მიმართ ყურადღება გაზრდილია.. გიყურებენ ბავშვები და აუცილებელია მათ კარგი მაგალითი მისცე”.
Akvamenis coli
მირა ვინაა?