ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური და ინგლისური მედია:”შეუძლიათ სპონსორებს რონალდუს სასამართლოში უჩივლონ?”

ინგლისური მედია კომერციული საკითხების სპეციალისტს მიშონ დე რეიას გაესაუბრა, რომელმაც მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა:

“პირველ რიგში პირადად ჩემთვის ნაიკის პოზიცია უცნაური მეჩვენა.. ამერიკელები ადრეც ყოფილან მსგავს სიტუაციაში და მაშინ უკანასკნელ წამამდე იცდიდნენ სანამ კონკრეტულ კომენტარს გააკეთებდნენ.. ახლა კი მათ ეს ფაქტიურად მეორე დღესვე გაავრცელეს, მას შემდეგ რაც მაიორგამ ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთ გერმანულ გამომცემლობასთან..

რონალდუს პრობლემები კონტრაქტის გაწყვეტით არ დაასრულდება.. ორივე კომპანიას უდაოდ შეუძლია კომპენსაციის მოთხოვნა, რითიც ბუნებრივია სასამართლოს მიმართავს.. მეორე საკითხია რომ თავად რონალდუ კატეგორიულად გამორიცხავს 2009 წელს რაიმე ძალადობის ფაქტს და თავადვე გეგმავს იურიდიული საქმიანობის წამოწყებას, რაც მიუთითებს მისი მხრიდან შტატებში მყოფი გავლენიანი კომპანიის დაქირავებას.

ჩემი მოსაზრებით ნაიკის ასეთი რეაქცია აშკარად სოციალურ ქსელში აგორებულმა კამპანიამ გამოიწვია.. ბუნებრივია კომპანია უნდა ზრუნავდეს საკუთარ იმიჯზე, მაგრამ ნაადრევი კომენტარი არაა გამორიცხული ისევ მას შეუტრიალდეს ნეგატიურად, რადგან რონალდუს არანაკლები ქომაგი ჰყავს რომელიც დარწმუნებულია კერპის უდანაშაულობაში.

რას უნდა ველოდოთ? არ არის გამორიცხული EA Sports-მა და Nike-მა შეუჩერონ პორტუგალიელს კონტრაქტები.. წავლენ თუ არა ისინი უფრო მეტზე ამას უკვე დრო გვიჩვენებს, თუმცა კრიშტიანოსთვის თავისტკივილი რომ დაიწყება ეს ფაქტია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x